მთავარი / სიახლეები / ბექა გორგაძე TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს

ბექა გორგაძე TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს

 

ფრანგული გამომცემლობა “მიდი ოლიმპიკის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე 2018-19 სეზონიდან საფრანგეთის TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს.

გორგაძე “ბორდოში” პრო დ2-ის “მონ დე მარსანში” გატარებული 2 წარმატებული წლის შემდეგ გადადის, სადაც 28 თამაში ითამაშა და 3 ლელო გაიტანა.

“ბორდო” ტოპ14-ის ერთ-ერთი ამბიციური და მდიდარი კლუბია.ავსტრალიელ ვარსკვლავ ადამ ეშლი-კუპერთან ერთად, “ბორდოში” საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე მორაგბეც თამაშობს.

ბექას საქართველოს ნაკრებში 11 კეპი აქვს მოხვეჭილი და 5 ლელო აქვს გატანილი.

ასევე ნახე

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა იმ მეტოქეების შესახებ, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს ჯგუფში …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

one × 2 =