მთავარი / ბორჯღალოსნები / ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

საქართველო - სამოა (16-15 2013 წ.)
საქართველო – სამოა (16-15 2013 წ.)

 

 

საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე ორიოდ დღე რჩება – 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან.

საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში გამართავს ტესტ სერიას კუნძულებზე, სადაც პირველი ტესტი, როგორც ზემოთ ვაღნიშნეთ სამოასთან გვაქვს.

შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას ვეთამაშებით. ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში კი, 24 ივნისს მასპინძელ მფრინავ ფინეჯელბს ვებურთავებით.

ჩვენი ნაკრები სამოაში 4 ივნისიდან ემზადება ტესტებისთვის. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქაცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრაგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.

„გამოწვევა მიღებულია და მოუთმენლად ველით შაბათს სამოას წინააღმდეგ თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ. სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს – ღონე და მონდომებას – მონდომება და თავდაჯერებულობა“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

48 საათით ადრე

პირველ ტესტამდე ორი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა. პირველ ხაზში ასიეშვილი, ბრეგვაძე და მირცხულავა იწყებენ. მეორე ხაზში ჩხაიძისა და ნემსაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამეში 8 ნომერზე ლაშა ლომიძე დაიწყებს. გუნდის კაპიტანი, შალვა სუთიაშვილი 6 ნომერზე ითამაშებს, ხოლო ერთა თასზე, ესპანეთთან მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ პირველად ვიხილავთ გიორგი თხილაიშვილს.

93-ე კეპს მპიხვეჭს ბორჯღალოსანი, ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი. ცენტრში ტრადციულად მერაბ შარიქაძე 12-ზე, ხოლო დავით კაჭარავა 13-ზე გაირჯებიან, ხოლო გარემარბებად სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე დაიწყებენ. ჰავბექებად გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე ითამაშებენ.

„გამოცდილი რაზმია, რომელმაც ითამაშა ერთა თასზე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აპიაში შეკრული გუნდით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ნაკრებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს და სხვა ლიდერებთან ერთად დარწმუნებული ვარ გუნდს კარგად წავუძღვებით“ – შემადგენლობის დასახელებისას აღნიშნა ჰეიგმა.

სამატჩო რაზმი
საქართველოსამოა | აპია პარკ სთედიუმი, აპია, სამოა
11/06/2016 | 06:00 სთ (საქ. დროით) – პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ბექები

15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)

ფორვარდები

1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი – კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ)

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (შტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონ, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენ, საფ)

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველო დროით:

სამოა – საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა

საქართველო – ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი

ფიჯი – საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

პირდაპირი რეპორტაჟები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

საქართველოს რაგბის კავშირი

ასევე ნახე

ოთია გიორგაძე – იტალიას აუცილებლად დავამარცხებთ!

  ოთია გიორგაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა თაობის მორაგბეებს შორის, რომლისაც ქართველ ქომაგს ძალიან ეიმედება. იგი …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

9 − three =