მთავარი / ბორჯღალოსნები / ივნისის ტესტებზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია

ივნისის ტესტებზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია

როგორც იცით, ივნისში საქართველო სამ ტესტ მატჩს გამართავს ტონგასთან, ფიჯისთან და იაპონიასთან.

აქედან პირველი ორი შეხვედრა ფიჯიზე, ხოლო ბოლო, იაპონიაში გაიმართება.

ცოტა ხნის წინ “მსოფლიო რაგბიმ” ივნისის ტესტების განრიგი და მსაჯთა ბრიგადები გამოაქვეყნა. ბორჯღალოსნების შეხვედრებს სამი ძალიან გამოცდილი და სახელიანი მსაჯი განსჯის.

პირველ შეხვედრას, ტონგასთან, ზელანდიელი ბრენდონ ფიქერილი გაუძღვება. ფიჯისთან მთავარი მსაჯი ფრანგი ჟერომ გარსეზი იქნება. ხოლო იაპონიასთან, რაგბის ალბათ ყველაზე ავტორიტეტული რეფერი, ნაიჯელ ოუენსი გვიმსაჯებს.

შეგახსენებთ, რომ ნაიჯელ ოუენსი მსაჯობდა მსოფლიო თასის შეხვედრას, რომელშიც ტონგა 17-10 დავამარცხეთ.

ასევე ნახე

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა იმ მეტოქეების შესახებ, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს ჯგუფში …