მთავარი / სიახლეები / 2019 წლის მსოფლიო თასის განრიგი ცნობილია

2019 წლის მსოფლიო თასის განრიგი ცნობილია

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო რაგბის შეხვედრა იაპონიაში, სადაც ცნობილი გახდა 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების მატჩების განრიგი, შეხვედრების ჩატარების დრო და ადგილი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბორჯღალოსნები გვაინტერესებს.

მაშ ასე, პირველი შეხვედრა უელსთან გვექნება, ხოლო ჯგუფურ ტურნირს ავსტრალიასთან მატჩით დავასრულებთ.

სრული განრიგი, ქალაქები და დროები ასე გამოიყურება:

23 სექტემბერი, ორშაბათი, 14:15

უელსი – საქართველო; აიჩი, ტოიოტა.

29 სექტემბერი, კვირა, 09:15

საქართველო – ამერიკა 2; საიტამა, კუმაგაია.

03 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 09:15

საქართველო – ფიჯი; ოსაკა, ჰიგაშიოსაკა.

11 ოქტომბერი, პარასკევი, 14:15

ავსტრალია – საქართველო; შიზუოკა.

*შენიშვნა: მატჩის გასამართი საათები ნაჩვენებია თბილისის დროით.

ასევე ნახე

ბექა გორგაძე TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს

  ფრანგული გამომცემლობა “მიდი ოლიმპიკის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე 2018-19 სეზონიდან საფრანგეთის TOP14-ის …