მთავარი / სიახლეები / მსოფლიო ლიგის ახალი კონცეფცია – 6 ერის კარი იხსნება?

მსოფლიო ლიგის ახალი კონცეფცია – 6 ერის კარი იხსნება?

სქრინი World Rugby-ს ახლახანს გამოქვეყნებული კონცეფციიდან

 

რამდენიმე საათის წინ  World Rugby-მ “მსოფლიო ლიგის” საკუთარი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. მასში ჩვენთვის რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაა განხილული.

მსოფლიო რაგბის კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას ორი, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს კონფერენცია. “4 ერს” (არგენტინა, ავსტრალია, აფრიკა, ზელანდია) დაემატება ორი ქვეყანა და შეიქმნება 6 გუნდიანი პირველი დივიზიონი. მეორე დივიზიონი გააერთიანებს რეიტინგის შემდეგ საფეხურზე მყოფ დანარჩენ ქვეყნებს.

რაც შეეხება ევროპას, აქაც ორი მთავარი დივიზიონი იქნება – “6 ერი” და “რაგბი ევროპის ჩემპიონატი”.

ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება: თუ ვორლდ რაგბის დავუჯერებთ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩამოსვლის პრინციპი უნდა დაინერგოს. ანუ, მაგალითად ბოლოზე გასული იტალია შეხვდება მეორე დივიზიონის პირველადგილოსან საქართველოს და პლეი-ოფში გაარკვევენ პირველ დივიზიონში ამსვლელ/დამრჩენის ბედს. ამაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს “6 ერში” პლეი-ოფის სისტემის დანერგვას. რადგან “მსოფლიო ლიგის” ფორმატი “6 ერის” მატჩებს საკუთარ თავში ითვალისწინებს.

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში დაპირისპირების მიზეზი და “6 ერის” შეფობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი საკუთარ ტურნირში რელეგაციას არ დაუშვებენ.

უცნობია რამე შეიცვალა ატეხილი სკანდალის შემდეგ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს World Rugby-მ ეს კონცეფცია საჯაროდ გამოაქვეყნა.

რა თქმა უნდა, საორგანიზაციო თვალსაზრისით ამ კონცეფციაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა ეს უფრო ვრცლად სასაუბრო თემაა და მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებით. ამ ეტაპზე საინტერესო ისაა, თუ რას ფიქრობს მოვლენების ასეთ განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირის შეფობა, რომელიც, როგორც ზემოთ გითხარით, აქამდე მსგავსი ფორმატის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ.

 

ასევე ნახე

რუმინეთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება

  რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიუს ტინკუმ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. გუნდშია …