მთავარი / 20 წლამდე / როცა ყველაფერი ლოგიკურია

როცა ყველაფერი ლოგიკურია

კოშაძე მეტოქის შებოჭვას ცდილობს
კოშაძე მეტოქის შებოჭვას ცდილობს

 

მარცხით დასრულდა საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების სადებიუტო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზე

ზელანდიის ნაკრებმა გაამართლა სპეციალისტების პროგნოზები, მოწინააღმდეგეს 9 უპასუხო ლელო დაუდო და 55-0 გაიმარჯვა.

ახალგაზრდა “ოლ ბლექსი” პირველივე წუთიდან დომინირებდა და საქართველოს ნაკრებს ყველა კომპონენტში აღემატებოდა. ერთადერთი, რაც ჩვენს ბიჭებს პლიუსად შეგვიძლია ჩავუთვალოთ – შერკინებაში მიწოლაა.

მეტოქემ გვაჯობა ყველაფერში: უფრო აგრესიული იყო რაქებში, თამაშობდა გაცილებით მაღალ სისწრაფეებზე, უკეთ ირჯებოდა დერეფანში, პრაქტიკულად არ უშვებდა შეცდომას და იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა ცდებოდნენ, ახერხებდნენ სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალებას.

იმ იშვიათ კომპონენტებშიც კი, სადაც მოლოდინი გვქონდა რომ მეტოქეს დისკომფორტს შევუქმნიდით, პრაქტიკულად არაფერი გამოგვივიდა. გვქონდა ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი – მიძალების შემდეგ ვერ ვახერხებდით თამაშის რაქში გადაყვანას; დერეფანს ან ვერ ვიგებდით, ან გვიჭირდა შეტევის გაგრძელება, იქნებოდა ეს მოლი, თუ ბურთის ხაზზე გატანა; წინ ვერც ჩვენი საფირმო “აიღე და მიეძალეთი” მივიწევდით. მწვრთნელების ჩანაფიქრი, რომ მეტოქისთვის სივრცეები შეგვეზღუდა, ვერ განხორციელდა.

საბოლოო ჯამში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, როგორც თამაშის ხარისხის, ასევე შედეგის მხრივ.

წინ ირლანდიასთან დამარცხებული უელსი გველის…

ასევე ნახე

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა იმ მეტოქეების შესახებ, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს ჯგუფში …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

18 + 15 =