მთავარი / რაგბი ევროპის ჩემპიონატი / რუმინეთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება

რუმინეთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება

 

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიუს ტინკუმ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. გუნდშია საფრანგეთში მოთამაშე ყველა საუკეთესო ლეგიონერი: მიჰაი ლაზარ (გრენობლი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ჯონა ფან ჰირდენ (პერპინიანი), ანდრე გორინ (მასი), მარიუს ანტონესკუ (კოლომიე). წინა წლის ნოემბერში, სანაკრებო კარიერა დაასრულა რუმინელების საუკეთესო მორაგბე – ვალენტინ  ურსაკემ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 9 თებერვალს, კლუჟში, თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება.

 

ბურჯები: მიჰაი ლაზარ, იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე, კონსტანტინ  პრისტავიტა, ალექს გორდაშ

კვაჭები: ოთარ ტურაშვილი, ეუჯინ კაპატინა, ოვიდიუ კოჟოჩარუ

მეორე ხაზი: მარიუს ანტონესკუ, მარიან დრენჩეანუ, ჯონა ფან ჰირდენ

მესამე ხაზი: მიჰაი მაკოვეი, ანდრე გორინ, ადრიან იონ, კრისტი ჩირიკა, ვიორელ ლუკაჩი, დორინ ლაზარ

9 ნომრები: ფლორინ სურუჯუ, ვალენტინ კალაფეტიანუ

10 ნომერი: დანიელ პლაი

ფრთები: იონუც დუმიტრუ, ნიკოლას ონუტუ, ვლადუც ზაჰარია

ცენტრები: ფრორინ ვლაიკუ, ალექსანდრუ ბუკურ, ვლადუც პოპა, კატალინ ფერკუ, კოსმინ ილუიცა

15 ნომრები: მარიუს სიმონესკუ, იონელ მელინტე

ასევე ნახე

დიდი 10-ის პირველი წრის სიმბოლური

დასრულდა დიდი 10-ის პირველი წრე. გთავაზობთ პირველი წრის სიმბოლურსა და მოთამაშეთა შეფასებას. მიხეილ ორაგველიძე – …