მთავარი / სიახლეები / რუსეთი A – საქართველო A 16 მარტს გაიმართება

რუსეთი A – საქართველო A 16 მარტს გაიმართება

მოგეხსენებათ, 17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, კარსნოდარში ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი ერთმანეთს ორი ქვეყნის A ნაკრებები გაეჯიბრებიან. ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

საქართველოს A ნაკრები შარშან შეიქმნა და ორი მატჩიც გამართა. პირველ შეხვედრაში ქართველებმა არგენტინის მეორე გუნდს მოუგეს, ხოლო ბრაზილიასთან დამარცხდნენ.

 

ასევე ნახე

რუმინეთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდება

  რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიუს ტინკუმ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. გუნდშია …