მთავარი / ბორჯღალოსნები / სამოა – საქართველო

სამოა – საქართველო

საქართველო - სამოა
საქართველო – სამოა

 

სამოა –  საქართველო

დღეს, ჩვენი დროით დილის ექვს საათზე, სამოა აპიაში (სამოას დედაქალაქი) პირველად უმასპინძლებს საქართველოს. ეს ისტორიული მატჩია.

სამოას „ბორჯღალოსნები“ მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველი დაპირისპირება 2003 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე იყო, რომელშიც სამოამ მარტივად 9–46  აჯობა საქართველოს.

მეორე მატჩი უკვე თბილისში გაიმართა, 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს. მაშინ მანუ სამოა მსოფლიო რეიტინგში მე–7 ადგილზე იყო და სულ მცირე ხნის წინ ჰყავდა დამარცხებული შოტლანდიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები. „ბორჯღალოსნებმა“ საოცრად დრამატულ მატჩში 16:15 იმარჯვეს, შესაბამისად საერთო ანგარიში ერთით ერთია.

მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას 2015 წლის მსოფლიო თასიც მატებს, რომელიც ქართველთათვის ისტორიულად წარმატებული, ხოლო სამოელთათვის კი პირიქით – წარუმატებელი გამოდგა. „ბორჯღალოსნებმა“ 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაციის უფლება მოიპოვეს ტონგასა და ნამიბიის დამარცხებით, ხოლო სამოელებს კი სხვა კუნულელებთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.

სამოა

მანუ სამოას 2015 წლიდან ახალი – ახალ ზელანდიელი მწვრთნელი ჰყავს, ალამა იერემია, რომელსაც მანამდე ველინგტონში და „ზე რაგბის“ ჰარიქეინზი ჰყავს გაწვრთნილი. მილტონ ჰეიგი მას პირადად კარგად იცნობს და ახასიათებს, როგორც ძალიან ჭკვიან და გამოცდილ მწვრთნელს. გუნდის სასტარტო შემადგენლობაში „ზე რაგბის“ სამი მოთამაშეა – კვაჭი მოტუ მატუუ („ჰარიქეინზი“), ალბერტ ნიკორო („ვესტერნ ფორსი“) და ფაატიგა ლემალუ („სანვულვზი“). მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის კუთხით მათაც პრობლემები აქვთ, ყველა მოთამაშე პროფესიონალურ ლიგაში თამაშობს, იქნება ეს ინგლისი, საფრანგეთი, თუ იტალია.

გუნდის კაპიტანი დავიდ ლემი („ბრისტოლი“) საკმაოდ სახიფათო და გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც ნაკრებში 42 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე 11 ლელოა.

ყურადღების ცენტრში

1992 წელს დაბადებული ალბერტ ნიკორო, როგორც უკვე მოგახსენეთ ავსტრალიური „ვესტერნ ფორსის“ მორაგბეა. მას ძალიან ენდომება რომ თავი გამოიჩინოს და უდიდესი კონკურენციის პირობებში (სამოას ძირითადი 15 ნომერი ხომ ტიმ ნანაი–ვილიამსია) მწვრთნელის ნდობა გაამართლოს და ნაკრებში ადგილი დაიმკვირდოს.

ალბერტ ნიკორო
ალბერტ ნიკორო

 საქართველო

შემადგენლობის კუთხით „ბორჯღალოსნებს“ პრობლემები ნამდვილად აქვთ, თუმცა გუნდში სანაკრებო გამოცდილება ყველას აქვს და მათი უმეტესობა 2016 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც“ ირჯებოდა.

გუნდის კაპიტანი – შალვა სუთიაშვილი საფრანგეთის „პროდ2“–ის მასიში ირჯება. ნაკრებში 57 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე ორი ლელოა.

ყურადღების ცენტრში

ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა „ბორჯღალოსნების“ ცენტრი მერაბ შარიქაძე იქნება, რომელიც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გამოცდილი და სტაბილური მორაგბეა. 2013 წლის 23 ნოემბერს ერთადერთი და გადამწყვეტი ლელოც მანუ სამუას წინააღგმდეგ სწორედ მან დადო.

მერაბ შარიქაძე
მერაბ შარიქაძე

 

პროგნოზი

„ბორჯღალოსნებმა“ სამოამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს, შესაბამისად დაღლილობა და აკლიმატიზაცია რა თქმა უნდა მათ თამაშზე გავლენას იქონიებს. ესეც რომ არ იყოს, მანუ სამოა  მასპინძელია და მათ სარაგბო სამყაროსათვის ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი.

ჩვენი ვარაუდით ქართვლები მეტოქეს დიდ ბრძოლას გაუმართავენ, თუმცა გამარჯვებული სამოა იქნება +8 ქულით.

შემადგენლობები:

სამოა: 

15 ალბერტ ნიკორო, 14 ფაატოინა აუტაგავაია, 13 რეინოლდ ლი ლო, 12 ფაიალაგა აფამასაგა, 11 დევიდ ლემი(კ), 10 პატრიკ ფააპალე, 9 დუეინ პოლატაივაო,

1 სემ აიონო, 2 მოტუ მატუუ, 3 ჯეიმს ჯონსტონ, 4 ფაატიგა ლემალუ, 5 ტეიფილო პაულო, 6 ალაფოტი ფაოსილივა, 7 ტიჯეი იოანე,  8 ჯეფ ლეპა,

მარქაფა: 16 სეილალა ლემ, 17 ნუული ლენე, 18 ჯეიქ გრეი, 19 ტალაგა ალოფიპო, 20 ონეონე ფააფოუ, 21 დენი ტუსუტალა, 22 დანჯელო ლეუილა, 23 მალუ ფალანიკო

 

საქართველო: 

15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)

1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი – კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ)

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (შტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონ, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენ, საფ)

ასევე ნახე

თამაში მეთერთმეტე ადგილისათვის

  კვირას, თბილისის დროით 17:00-ზე წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის ბუქარესტში რუმინეთის …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

twenty − 6 =