მთავარი / საერთაშორისო ტურნირები / სამხრეთული ტესტები

სამხრეთული ტესტები

სამხრეთული ტესტები

11 ივნისს მნიშვნელოვანი სარაგბო დღეა. ევროპის ქვეყნებმა სამხრეთულ გიგანტებს ტრადიციული ტესტებისთვის ჩააკითხეს და ხვალ, პირველი ტურიც გაიმართება. ამის გარდა პასიფიკის თასზე ფიჯი ტონგას უმასპინძლებს. ამავდროულად,  ეს მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ნაწილიცაა.

 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ხვალინდელ ტესტებში საქართველოც მონაწილეობს

თბილისის დროით მატჩების სრული განრიგი  ასეთია:

6:00        საქართველო – სამოა

7:00        ფიჯი -ტონგა

11:35      ახალი ზელანდია – უელსი

14:00      ავსტრალია – ინგლისი

17:00      სამხრეთ აფრიკა – ირლანდია

22:45      არგენტინა – იტალია

02:00 (12/06) კანადა – იაპონია

საქართველო სამოაზე უკვე დავწერეთ ცალკე სტატიაში. ამჟამად აქცენტს 3 კლასიკურ დაპირისპირებაზე გავაკეთებთ.

ახალი ზელანდია – უელსი

ახალი ზელანდია

  1. ბენ სმითი 14. ვაისაქი ნაჰოლო 13. მალაქაი ფექითოა 12. რაიან ქროთი 11. ჯულიან სავეა 10. აარონ ქრუდენი 9. აარონ სმითი 8.ქირან რიდი (კაპიტანი) 7. სემ ქეინი 6. ჯერომი ქაინო 5. ბროდი რეთალიქი 4. ლუქ რომანო 3. ოუენ ფრენქსი 2. დენ ქოულზი 1. ჯო მუდი

            მარქაფა: 16. ნათან ჰარისი 17. ვაით ქროქეთი 18. ჩარლი ფაუმუინა 19.  ფათრიქ თუიფულოთუ

       20. არდი სავეა 21. თიჯეი ფერენარა 22. ბოდენ ბარეთი. 23. სეთა თამანივალუ

        მწვრთნელი: სთივ ჰანსენი

      უელსი

  1. ლიამ უილიამსი 14 ჯორჯ ნორსი 13. ჯონათან დევისი 12. ჯეიმი რობერთსი 11.ჰალამ ეიმოსი 10. დან ბიგარი 9. რის ვები 8. თალუფე ფალეთაუ 7.სემ ვორბართონი 6. როს მორიართი 5. ალან ვინ ჯოუნსი 4. ბრედლი დევისი 3. სამსონ ლი 2. ქენ ოუენსი 1. გეთინ ჯენქინსი

    მარქაფა: 16. სქოთ ბალდვინი 17. რობ ევანსი 18.თომას ფრენსისი 19. ჯეიქ ბოლი 20. ელის ჯენქინსი      21. გარეთ დევისი 22. გარეთ ანსქომბი 23. სქოთ უილიამსი

მწვრთნელი ვორენ გეთლანდი

ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ცნობილმა ვარსკვლავმა დატოვა. ამის გათვალისწინებით, ისინი უელსს ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან, წასული ვარსკვლავების შემცვლელები კლუბებში ძალიან კარგად გამოიყურებიან და წესით ჩანაცვლებამ საკმაოდ უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს.

ერთადერთი, ვინც დანაკლისად შეიძლება განვიხილოთ, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჩარლი ნათაია. ჩიფსის ცენტრი მატჩს ტვინის შერყევის გამო ტოვებს. ასევე სამწუხაროა, რომ ოლ ბლექსში ვერ მოხვდა ლიმა სოპოანგა, მაგრამ 10 ნომერზე ძალიან დიდი კონკურენციაა, რაზეც უკვე ვწერდით. სოპოანგას შანსი აუცილებლად მიეცეცემა. ამჯერად ჰანსემნმა არჩევანი ბრწყინვალე მგეზავზე – აარონ ქრუდენზე გააკეთა, რომელიც ჩიფსს ულამაზეს რაგბის ათამაშებს.. შემცვლელად კი, არაორდინალური და სწრაფი ბარეთი ჩაერთვება. რაც შეეხება ნათაის, მას ქროთი ჩაანაცვლებს, ხოლო სკამზე  მისი (ჩარლის) თანაგუნდელი სეთა თამანივალუა, რომელც ასევე შესანიშნავ ფორმაშია

ბოდენ ბარეთი უელსის წინააღმდეგ
ბოდენ ბარეთი უელსის წინააღმდეგ

უელსის დანაკლისი უფრო  მნიშვნელოვანია, 6 ერზე ტრავმები მიიღეს ისეთმა მოთამაშეებმა, როგორიცაა ჯასთინ თიფურიქი და დან ლიდიათი.

ისტორია უელსის წინააღმდეგაა. ეს ნაკრებები ერთამნეთს 30-ჯერ შეხვდნენ, 27 შავებმა მოიგეს, 3-დრაკონებმა. უელსს არასოდეს მოუგია ახალ ზელანდიაში. ბოლოს კი ოლ ბლექსი 1953 წელს დაამარცხა. მატჩი ოკლენდში, იდენ პარკზე გაიმართება. ზელადიის ურთულესად ასაღებ ციხესიმაგრეში

უელსს ძალიან  გაუჭირდება ზელანდიის ფორვარდების შეჩერება. სემ ქეინი ბრწყინვალე ფორმაშია, არდი სავეაც,  რიდს და ქაინოს კი ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი ამ სეზონში. სემ ვაითლოქის არყოფნის მიუხედავად, მეორე ხაზიც (რეთალიქი-რომანო) ძალიან მრისხანედ გამოიყურება

ხოლო, თუ ზელნდიის ფორვარდება დაჩაგრეს უელსელი ვიზავები, მათ სუპერშემოქმედებით უკანა ხაზს ვერაფერი შეაჩერებს. სწორედ ამიტომ, უელსელებს დიდი იმედი აქვთ გამოცდილი კაპიტანის – სემ ვორბართონის, ფალეთაუს და ვეტერანი ალან ვინ ჯონსის. მათ ბევრი შრომა მოუწევთ

თუმცა, არის სათამაშო ასპექტი, სადაც უელსი ბევრად უკეთ გამოიყურება–კარში დარტმა. დან ბიგარის ბრწყინვალე შედეგებები ამ კუთხით თვალშისაცემია. ზელანდიელები კი ძალიან მოიკოჭლებენ. აარონ ქრუდენი თავის გუნდში ძირითადი დამრტყმელი არ არის. (ამას ამომავალი ვარსკვლავი, ფულბექი – დამიან მაქენზი აკეთებს) ხოლო ბოდენ ბარეთს საშინელი შედეგები აქვს. შერკინებაში და რაქში აქტიური თამაში და ჯარიმების დარტყმა, ალბათ უელსის ერთდერთი შანსია.

ჩვენი პროგნოზი–ზელანდია მარტივად მოიგებს +20 ქულით

ავსტრალია – ინგლისი

ავსტრალია

  1. იზრაელ ფოლაუ 14. დეეინ ჰიალეთ-ფეთი 13. თევითა ქურიდრანი 12. სამუ ქერევი 11. რობ ჰორნი 10. ბერნარდ ფოლი 9.ნიქ ფიფსი 8.დევიდ ფოქოქ 7. მაიქლ ჰუფერ 6. სქოთ ფარდი 5.რობ სიმონსი 4.რორი არნოლდი 3. გრეგ ჰოლმზი 2.სთეფან მური (კაპიტანი) 1, სქოთ სიო

მარქაფა: 16.თათაფუ ფოლოთა-ნაუ 17.ჯეიმს სლიფერი 18. სექოფე ქეფუ 19. ჯეიმს ჰორვილი 20. დინ მამი 21. შონ მაქმაანი 22, ნიქ ფრისბი 23. ქრისთიან ლელიაფანო

მწვრთნელი: მაიქლ ჩეიქა

ინგლისი

15, მაიქ ბრაუნი 14. ენთონი უოთსონი 13. ჯონათან ჯოზეფი 12. ლუთორ ბარელი 11. მარლანდ იარდი 10. ოუენ ფარელი 9. ბენ იანგსი 8. ბილი ვუნიფოლა 7. ჯეიმს ჰასქელი 6.ქრის რობშოუ 5. ჯორჯ ქრუზი
4. მარო ითოჯი 3. დენ ქოული 2. დილან ჰართლი (კაპიტანი) 1. მაქო ვუნიფოლა

მარქაფა: 16. ლუქ ქოვან-დიქი 17. მათ მალენ 18. ფოლ ჰილი 19.ჯო ლანჩბერი 20. ქორთნი ლოუზი 21. დენი ქეა 22. ჯორჯ ფორდი 23. ჯექ ნაუელი

მწვრთნელი: ედი ჯოუნზი

ეს ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 2015 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ, სადაც ავსტრალიამ მასპინძელ ინგლისს დამაცირებელი მარცხი აგემა (33-13) და ჯგუფშიც ჩატოვა. თუმცა, ამ მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ინგლისს სათავეში ჩაუდგა გამოცდილი სპეციალისტი ედი ჯოუნზი, რომლის თავკაცობითაც ვარდებმა 6 ერი დიდი სლემით მოიგეს. გუნდში გამოიძახეს ძლიერი მესამეხაზელი ბილი ვუნიფოლა. მეორე ხაზში გაიბრწყინა ახალბედა მარო ითოჯიმ

ამის საპირისპიროდ, ავსტრალიას გარკვეული სირთულეები აქვს. გუნდს ტრამვების და დასვენების  გამო აკლია ისეთი გამოცდილი ვეტერანები, როგორიცაა: ადამ ეშლი-ქუფერი, დიუ მითჩელი, ვილ გენია, მეთ გითო, ქერთლი ბილი. ავსტრალიური გუნდებიც სუპერ რაგბის ტურნირში ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბრამბიზმა ბრწყინვალე სტარტი საკმაოდ უფერულად გააგრძელა, ვორათაზმა პირიქით, ცუდად დაიწყო და ბოლოს რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. რედსი და ვესთერნ ფორსი სუსტად გამოიყურებიან

თუმცა, ავსტრალია მაინც ავსტრალიაა. მოუმატა იზრაელ ფოლაუმ (თუმცა ბოლო პერიოდში ის სანაკრებო და მისთვის ჩვეული ფულბექის ნაცვლად ცენტრის პოზიციაზეა) ბრწყინვალე ფორმაშია ვოლაბების დებიუტანტი სამუ ქერევი. თევითა ქურიდრანიც ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის. შესანიშნავად გამოიყურება კაპიტანი სთეფან მური. ავსტრალიელებს ფოლის იმედიც აქვთ.

ბერნარდ ფოლის პირველი ლელო ინგლისთან (მსოფლიო თასი 2015)
ბერნარდ ფოლის პირველი ლელო ინგლისთან (მსოფლიო თასი 2015)

მთავარი დაპირისპირება ალბათ მესამე ხაზშია. ავსტრალიას შეთამაშებული და ძლიერი მესამე ხაზი ყავს. ფოქოქი-ჰუფერ-ფარდიმ მსოფლიო თასზე ინგლისის დამარცხებაში უდიდესი  წვლილი შეიტანეს. სტუმრებს იმედი აქვთ, რომ ბილი ვუნიფოლა ამ უპირატესობას გაანეიტრალებს. იყო საუბარი მარო ითოჯის ფლანკერად გადაყვანაზე, თუმცა, ის მეორე ხაზში დაიწყებს.

ასევე მნიშვნელოვანია მგეზავების დუელი. ედი ჯოუნზმა ყველა გააკვირვა, როდესაც დასრულებული 6 ერის ძირითადი 10 ნომერი ჯორჯ ფორდი სკამზე დასვა და ძირითადში ოუენ ფარელი დააყენა, პირველად 2016 წელს. ბერნარდ ფოლი კი სტაბილურად გამოდის ვოლაბებში. ორივე მათგანი შესანიშნავი დამრტყმელი და გამოცდილი ათიანია და უპირატესობას წინასწარ ვერავის მივანიჭებთ.

ისტორია ავსტრალიის მხარეზეა. 44 მატჩიდან ავსტრალიამ მოიგო 25, 18 ინგლისმა, ხოლო 1 ფრედ დასრულდა. ავსტრალიაში მასპინძლების უპირატესობა აშკარაა. 17 მატჩიდან ვოლაბებმა 14 მოიგეს და მხოლოდ 3 დათმეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩი ავსტრალიაში ინგლისელებმა მოიგეს (2010 წელს).

ავსტრალიის დანაკლისების, ინგლისის მეტი სათამაშო პრაქტიკის (მსოფლიო თასის შემდეგ სამხრეთელებს არ უთამაშიათ, ინგლისმა კი 6 ერი და უელსთან ტესტი გამართა) გამო,  ექსპერტები მცირე უპირატესობას ვარდებს ანიჭებენ, თუმცა, ჩვენი აზრით, ავსტრალიის ბექების უმაღლესი კლასის გამო მასპინძლები მოიგებენ.

ჩვენი პროგნოზი: ავსტრალია მოიგებს +3 ქულით.

სამხრეთ აფრიკა – ირლანდია

სამხრეთ აფრიკა

15. ვილი ლე რუ 14. ჯეიფი ფითერსენი 13. ლიონელ მაფოუ 12. დამიენ დე ალიენდე 11.ლვაზი მვოვო 10.  ფეთ ლემბი 9. ფაფ დე ქლერქი 8. დუაინ ფერმიულენი 7. სია ქოლისი 6. ფრანსუა ლოუ 5. ლუდ დე იაგერი 4. ებენ ეცებეთი 3. ფრენს მალერბი 2. ადრიან სთრაუსი (კაპიტანი) 1. ბისთ მთავარირა

მარქაფა: 16.ბონგი მბონამბი 17.თრევორ ნიაქანე 18. ჯულიენ რედელინგიუს 19. ფიერ-სთეფ დუ თოი 20.ვორენ ვაითლი 21. რუდი ფეიჯი 22. ელთონ იანქის 23. ჯესი ქრილი

მწვრთნელი: ალისთერ ქუცია

ირლანდია

  1. ჯარედ ფეინი 14, ენდრიუ თრიმბლი 13. რობი ჰენშოუ 12. ლუქ მარშალი 11. ქის ერლზი 10.ფედი ჯექსონი 9. ქონორ მარი 8. ჯეიმი ჰისლიფი 7. ჯორდი მარფი 6.სიჯეი სთენდერი 5. დევინ თონერი 4. ლეინ ჰენდერსონი 3. მაიქ როსი 2. რორი ბესთი (კაპიტანი) 1. ჯექ მაქგრა

მარქაფა: 16.შონ ქრონინი 17.ფინლი ბელამი 18. თაი ფურლონგი 19. ულთან დილანი 20. რის რადოქ  21.ქირან მარმიონ 22. იან ამდიგანი 23. ქრეიგ გილროი

მწვრთნელი: ჯო შმიდთი

ირლანდია, ერთი შეხედვით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. გუნდმა საკმაოდ ცუდად ჩაატარა გასული 6 ერი დაკლია ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯონ სექსთონი, შონ ობრაიენი და ჯონ ბოუი. მაგრამ ირლანდიას იმედ აქვს, რომ ზელანდიელი მწვრთნელი ჯო შმიდთის მეთაურობით მოახერხებენ წარმატების მიღწევას.

ირლანდიას ზოგადად უჭირს სამხრეთელ გიგანტებთან. მათი ბალანსი აფრიკასთან საკმაოდ მოკრძალებულია. 5 მოგება, 1 ფრე 16 მარცხი. ამასთან, აფრიკაში შვიდივე მატჩი აფრიკელებმა მოიგეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდების ბოლო მატჩი დუბლინში ირლანდიელებმა მოიგეს (2014 წელი, 29-15)

რის რადოქის ლელო სამხრეთ აფრიკასთან (2014 წ.)
რის რადოქის ლელო სამხრეთ აფრიკასთან (2014 წ.)

აფრიკის მთავარი ძალა ფორვარდებია. დუაინ ფერმიულენი მშვენივრად გამოიყურება. მეორე ხაზი იაგერის და ეცებეთის სახით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. პირველ ხაზელები შერკინებაში თავის სიტყვას იტყვიან. ადრიან სთრაუსი ძალიან კარგი მობურთალიცაა.

გუნდს უდირიჟორებს  ფეთ ლემბი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და რამდნეიმე კარგი მატჩი ჩაატარა. ლაიონზის ძალიან კარგი მგეზავი – ელთონ იანქისი სკამიდან ჩაერთვება. 9 ნომერზე ლაიონზის ძალიან კარგი ჰავბექი ფაფ დე ქლერქი დგას, მისმა თამაშმა აფრიკის შეტევებს სიმწვავე უნდა შემატოს, რაც ასე აკლდათ მათ მსოფლიო თასზე.

თუმცა, აფრიკის სათამაშო ფორმა მაინც ტოვებს კითხვის ნიშნებს. აფრიკული გუნდები სუპერ რაგბიში მოიკოჭლებენ. კარგად მხოლოდ ლაიონზი და ბოლო დროს, შარქსი გამოიყურებიან. ბულზი საოცრად არასტაბილურია, სთორმერსის ბოლო მატჩები ძალიან ცუდი იყო. ჩიტაზზე და კინგზზე საუბარიც კი ზედმეტია

ამ ფონზე ირლანდიას, რომელიც გამოირჩევა ფორვარდების  კარგი ფორმით და ფეხით კარგად მოთამაშე ღერძით, აქვთ შანსი მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნან.

პროგნოზების უმეტესობა აფრიკის უსიტყვო გამარჯვებისკენაა, ზოგი დიდი ანგარიშითაც, მაგრამ თუ გავითვალისიწინებთ აფრიკის პრობლემებს შეტევაში, მაინცდამაინც გამანაგურებელ სხვაობას არ უნდა ველოდოთ

ჩვენი პროგნოზი: სამხრეთ აფრიკა მოიგებს +12 ქულით

ასევე ნახე

როცა დამარცხებული უფრო კმაყოფილია

    თამაშის დასრულების შემდეგ რუსთა სათადარიგო სკამს თუ დააკვირდებოდით, მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდებოდით:  …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

nine + 14 =