მთავარი / პრო D2 / საფრანგეთში ლეგიონერების წესი იცვლება(?)

საფრანგეთში ლეგიონერების წესი იცვლება(?)

1455826-31113465-2560-1440

 

ფრანგული სარაგბო გვერდის, Rugbyrama.fr-ის ცნობით (თუმცა, ჯერ ოფიციალური წყაროებიდან ამ ინფორმაციის დასტური არ არსებობს), საფრანგეთის რაგბის ეროვნულმა ლიგამ დაადგინა, რომ მომავალი სეზონიდან უცხოელი მორაგბეები, რომლებსაც ახალგაზრდული კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, ე.წ “აკადემია გამოვლილად” აღარ ჩაითვლებიან.

აღნიშნული სტატუსი ენიჭებათ მათ შორის იმ პირებს, რომლებსაც 21 წლის დადგომამდე, მინიმუმ 3 წელი გაატარეს საფრანგეთის რაგბის ფედერაციის მიერ აკრედიტირებულ აკადემიებში.

ეს ცვლილება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდს 23 კაციან განაცხადში მინიმუმ 12 ისეთი მოთამაშე უნდა ყავდეს შეყვანილი, რომელთაც აქვთ ზემოთ აღნიშნული სტატუსი.

ცვლილებების მიზანია, მეტმა ფრანგმა მოთამაშემ მოახერხოს კლუბების განაცხადში მოხვედრა.

ამ გადაწყვეტილებაში ჩვენთვის ცუდი ისაა, რომ ქართველი ახალგაზრდები ჩვეულებრივ უცხოელებად ჩაითვლებიან, მეტი კონკურენციის დაძლევა მოუწევთ და დიდი ალბათობით ლეგიონერების რაოდენობაც შეგვიმცირდება.

იმედია, აღნიშნული ცვლილებისდა მიუხედავად, ახალგაზრდა მორაგბეები ინგლისურენოვან ბაზრებზე შეღწევას და დამკვიდრებას შეეცდებიან, რაშიც მათ რაგბის კავშირისგან მაქსიმალური ხელშეწყობა დასჭირდებათ.

ასევე ნახე

ივნისის ტესტებზე მსაჯთა ვინაობა ცნობილია

როგორც იცით, ივნისში საქართველო სამ ტესტ მატჩს გამართავს ტონგასთან, ფიჯისთან და იაპონიასთან. აქედან პირველი ორი …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

2 + 9 =