მთავარი / 20 წლამდე / საქართველო მინიმუმ მე-10 ადგილზეა

საქართველო მინიმუმ მე-10 ადგილზეა

არგენტინა - იაპონია (U20 39-20)
არგენტინა – იაპონია (U20 39-20)

 

 

დასრულდა შეხვედრები იაპონიისა და იტალიის ჯგუფში

იაპონიამ 39-20, ხოლო იტალიამ 27-19 დათმეს თავიანთი მატჩები, შესაბამისად – არგენტინასთან და შოტლანდიასთან

ჩვენთვის ამ ინფორმაციაში სასიხარულო ისაა, რომ ორივე მათგანმა ჯგუფური ეტაპი უქულოდ დაასრულა და უელსთან ბონუსის ამღებ საქართველოს ვეღარ დაეწევიან.

ასე რომ, საქართველო მინიმუმ მეათე ადგილზეა და თუკი ირლანდიასთან დამარცხდა, ბოლო ადგილის გამოსავლენ ფლეი-ოფების პირველ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება (გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი მაჩვენებლით იაპონიას უსწრებს და მე-11 ადგილზეა).

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს ფლეი-ოფები ფორმალობაა, რადგან გაისად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება და მასზე, როგორც მასპინძელი მაინც მივიღებთ მონაწილეობას.

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

2 + twenty =