მთავარი / საერთაშორისო ტურნირები / საქართველო უელსს „მილენიუმზე“ დაუპირისპირდება

საქართველო უელსს „მილენიუმზე“ დაუპირისპირდება

საქართველოსა და ზელანდიის დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე სწორედ “მილენიუმის” სტადიონზე გაიმართა

 

როგორც BBC იტყობინება, 2017 წლის შემოდგომის ტესტების დროს უელსი საქართველოს კარდიფში, „მილენიუმის“ სტადიონზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ: გასული წლის შემოდგომის ტესტებზე უელსელები ავსტრალიასთან დამარცხდნენ, ხოლო სამხრეთ აფრიკას, იაპონიას და არგენტინას სძლიეს.

თავის მხრივ საქართველომ სამოას მოუგო, ხოლო იაპონიასთან და შოტლანდიასთან დამარცხდა.

უელსელები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მეხუთე ადგილზე არიან, ხოლო საქართველო მეთორმეტეა.

ეროვნული ნაკრების ისტორიაში ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც უელსელების წინააღმდეგ გავმართავთ (ასაკობრივებში უკვე შევხვედრივართ ერთმანეთს).

“მილენიუმის” სტადიონზე აქამდე ერთხელ გვითამაშია – 2015 წელს, მსოფლიო თასის მიმდინარეობისას, ახალ ზელანდიას სწორედ ამ არენაზე დავუპირისპირდით.

“მილენიუმის” სტადიონი

ასევე ნახე

ორი კურდღლის მადევარი…

  დასრულდა კიდევ ერთი „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი და დასრულდა მეტად უცნაურად – დაირღვა ბოლო 6 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

1 × four =