მთავარი / სიახლეები / სია კოლისი კვოტების წინააღმდეგია

სია კოლისი კვოტების წინააღმდეგია

 

სამხრეთ აფრიკის კაპიტანი სია კოლისი ამბობს, რომ მისი რწმენით, ნელსონ მანდელა კვოტების სისტემას მხარს არასოდეს დაუჭერდა.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის „სტრატეგიული ტრანსფორმაციის გეგმის“ მიხედვით, 2019 წელს „ბოკეში“ შავკანიანებისა და თეთრკანიანთა რაოდენობა უნდა გათანაბრდეს.

2018-ში, იგივე გეგმის მიხედვით, შავკანიანთა რაოდენობა 45% უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის განხორციელება მხოლოდ უელსთან, ვაშინგტონში გამართულ ტესტ-მატჩში მოხერხდა. ხოლო საშუალოდ, შავკანიან მორეგბეთა რაოდენობა 39%-ს შეადგენდა.

„არამგონია, რომ მას [ნელსონ მანდელას] კვოტებისთვის მხარი დაეჭირა. ერთადერთი, რაზეც მანდელა ზრუნავდა, უკეთესი სამხრეთ აფრიკა იყო. ასეთ საქმეში რიცხვები წინასწარ არ უნდა განსაზღვრო. არ მინდა ნაკრებში კანის ფერის გამო ამიყვანონ. “ – უთხრა კოლისიმ იაპონურ „კიოდო ნიუსს“.

ასევე ნახე

რუსეთი მსოფლიო თასზე, რუმინეთი და ესპანეთი მის მიღმა?

  „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის სკანდალი ყველას გემახსოვრებათ, თუმცა მაინც შეგახსენებთ: ბელგია-ესპანეთის შეხვედრაში რუმინელი …