მთავარი / ბორჯღალოსნები / სუპერ რაგბის გამოცდილი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში

სუპერ რაგბის გამოცდილი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში

გიორგი ბეგაძე და რიჩარდ გრემი ნაკრების ვარჯიშზე
გიორგი ბეგაძე და რიჩარდ გრემი ნაკრების ვარჯიშზე

 

 

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელი შტაბში მატებაა. გუნდი ცნობილი ავსტრალიელი მწვრთნელით – რიჩარდ გრემით გაძლიერდა.

რიჩარდ გრემის სამწვრთნელო კარიერა ინგლისურ ბათში დაიწყო, სადაც ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა და ჯამში 4 წელი გაატარა. მისი შემდეგი კლუბი სარასენსი იყო, სადაც ინგლისის დღევანდელი მწვრთნელის – ედი ჯონსის თანაშემწედ მუშაობდა. შემდეგ, ავსტრალიის ნაკრები, სადაც უნარების მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა.

გრემის მომდევნო გაჩერება ავსტრალიური სუპერ რაგბის გუნდები “ვესტერნ ფორსი” და “რედსი” იყო. სადაც მუშაობდა როგორც ასისტენტად, ასევე მთავარ მწვრთნელად.

“რედსის” და გრემის გზები 2016 წლის დასაწყისშივე, ორი მატჩის წაგების შემდეგ გაიყარა

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებში რიჩარდ გრემი შეითავსებს როგორც უნარების, ასევე უკანა ხაზის მწვრთნელის ფუნციებს

ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილი სპეციალისტის დამატება, საქართველოს ნაკრებს უდაოდ გააძლიერებს.

ასევე ნახე

ინტერვიუ თედო აბჟანდაძესთან

  თედო აბჟანდაძე იმ 20 წლამდელების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, რომელმაც შარშან მიჯრით სამი თამაში …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

10 + 7 =