მთავარი / ბორჯღალოსნები / ქართველებისგან ბევრი ვისწავლეთ – ედი ჯოუნზი

ქართველებისგან ბევრი ვისწავლეთ – ედი ჯოუნზი

როგორც იცით, ქართველი მორაგბეები ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთობლივ წვრთნაში იღებენ მონაწილეობას. ამ მოვლენას საკმაო გამოხმაურება მოჰყვა ინგლისურ საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

 

ედი ჯოუნზი – ქართველებისგან ბევრი ვისწავლეთ

 

ინგლისელთა ავსტრალიელი სპეციალისტის აზრით, ქართველებთან ვარჯიში მისი შეგირდებისთვი ძალიან ფასეული გამოცდილება იყო.

ინგლისელებმა ქართველებთან დიდწილად შერკინებასა და დერეფანში ივარჯიშეს და ედი ჯოუნზის აზრით, ზემოთხსენებული ერთობლივი წვრთნა მათ ექვს ერზე წარმატებით გამოსასვლელად დაეხმარება.

“საქართველოს ზუსტად ისეთი შერკინება ყავს, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა სავარჯიშოდ: ძლიერი და განსხვავებული. ბიჭებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ ვარჯიშიდან”

“თავიდან ქართველები გვჩაგრავდნენ, თუმცა, ჩემი აზრით, ბოლოსკენ სიტუაცია  გამოვასწორეთ. კარგი სესია იყო და ბიჭებს ძალიან მოეწონათ”

 

“ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. ბევრი გზა არსებობს შერკინებისას მეტოქის წნეხის ქვეშ მოსაქცევად. ზოგი მათგანი საკმაოდ ძველია, ბევრიც ახალია. ქართველები უბრალოდ განსხვავებულები არიან.”

“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართველებისთვის შერკინება ფაქტიურად პროფესიაა და ჩვებმა ბიჭებმა მათგან ბევრი რამ ისწავლეს” – აცხადებს ინგლისელთა თავკაცი

ამ ვარჯიშს გამოეხმაურა ბრიტანული ტელეგრაფიც. მათი ჟურნალისტის მტკიცებით, თავდაპირველად ქართველებმა მინიმუმ ორჯერ ფაქტიურად  “დაშალეს” ინგლისელთა შერკინება. თუმცა ბოლოსკენ  მოწვეული მსაჯი უეინ ბარნსი ჯარიმებს და თავისუფალ დარტყმებს ინგლისელთა სასარგებლოდ უფრო მეტჯერ ნიშნავდა. ეს ყოველივე კი ედი ჯოუნზის აზრით მოწინააღმდეგეებს თანაბრად წარმოაჩენს.

 

 

ტელეგრაფის სტატიის მიხედვით ჯოუნზმა ვარჯიშის დახასიათებისას არ დაიშურა ისეთი სიტყვები, როგორცაა ბრწყინვალე და ფანტასტიკური.

ჟურნალისტი საუბრობს, რომ საქართველო ცნობილია თავისი ძლევამოსილი ბურჯებით. და მათი აზრით, მართალია წვრთნაში უკანახაზელებიც მონაწილეობდნენ, ორი აზრი არ არის, რომ ვარჯიშისგან ყველაზე დიდი სარგებელი ინგლისის პირველმა ხაზმა მიიღო

ტელეგრაფს მოჰყავს ედი ჯოუნზის კომენტარიც:

“ქართველებმა მიაგნეს ახალ-ახალ ხერხებს მოწინააღმდეგის წნეხის ქვეშ მოსაქცევად. ახალი წესების თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია მოწინააღნდეგეს მიაწვე ფეხების მოძრაობის გარეშე და ქართველები ამაში გამორჩეულად კარგები არიან.

ისინი ამ კომპონენტში უმეტესობას აღემატებიან. ჩვენ ყველა  ვცდილობთ ავითვისოთ როგორ მივაწვეთ ისე, რომ შერკინება არ ჩაიქცეს, თუმცა ქართველები საუკეთესოები არიან.

 

ერთობლივი ვარჯიშის ვიდეო:

ასევე ნახე

რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატი?

  გსმენიათ რაიმე ანრი დელონის შესახებ? – ალბათ ძალიან ცოტას და გუგლის დახმარების გარეშე მისი …