მთავარი / სიახლეები / შალვა მამუკაშვილი „ტულონში“ ითამაშებს

შალვა მამუკაშვილი „ტულონში“ ითამაშებს

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრების კვაჭი – შალვა მამუკაშვილი სეზონის ბოლომდე ფრანგულ „ტულონში“ ითამაშებს.

“ტულონის” სათადარიგო კვაჭი – შარლ ორიოლი სერიოზულად დაშავდა და სეზონის ბოლომდე დაბრუნებას ვერ მოახერხებს. მამუკაშვილი სწორედ მის შემცვლელად, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შალვა აქამდე „მონპელიეში“ ირჯებოდა, სადაც ასევე სამედიცინო ჯოკრის სტატუსით მოხვდა და ტოპ14-ში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 ლელოს დადებაც მოახერხა.

„ტულონში“ თამაშობს კიდევ ერთი ქართველი კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელმაც გერმანიასთან მატჩში ტრავმა მიიღო. ასევე ამ გუნდის ღირსებას იცავენ მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა.

ასევე ნახე

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა იმ მეტოქეების შესახებ, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს ჯგუფში …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

three + fifteen =