
უკვე გარკვეულია ბორჯღალოსნების მეტოქეები 2017 წელს, საქართველოში გასამართ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.
თუკი მსოფლიო რაგბიმ ძველი და ნაცადი წესი არ შეცვალა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3, მე-4, მე-9 და მე-10 ადგილებზე გასული ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდებიან.
შესაბამისად, საქართველოსთან ერთად ჯგუფში იქნებიან: არგენტინა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.
არგენტინამ დღეს ნახევარფინალი დათმო ირლანდიელებთან, შესაბამისად ისინი მე-3 მეოთხე ადგილისათვის მატჩს სამხრეთ აფრიკელებთან ითამაშებენ, რომელბმაც თავის მხრივ ინგლისთან წააგეს.
რაც შეეხება საფრანგეთს, მათ ჩვენ 25 ივნისს, 16 საათსა და 15 წუთზე დავუპირისპირდებით მეცხრე – მეათე ადგილზე გამსვლელთა ვინაობის გასარკვევად.
ახლა შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რა ფორმაში იქნებიან გუნდები საგაისოდ. თუმცა, ერთი შეხედვით, წლევანდელთან შედარებით უფრო ადვილი მეტოქეები გვერგო.
იმედია, გაისადაც მოვახერხებთ თამაშ(ებ)ის მოგებას და ამ ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატზე მყარად დამკვიდრებას
Rugby XV ქართული და მსოფლიო რაგბის სიახლეები, ინტერვიუები, თამაშების გარჩევა, ანალიტიკა