მთავარი / ბორჯღალოსნები / ქართული ლელო – თავისუფლების მინდვრები

ქართული ლელო – თავისუფლების მინდვრები

ლაშა მალაღურაძე დებს ლელოს ნამიბიასთან (მსოფლიო თასი 2015)
ლაშა მალაღურაძე დებს ლელოს ნამიბიასთან (17-16 მსოფლიო თასი 2015)

 

 

 კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა ქართული რაგბის შესახებ, პოპულარულ სპორტულ სპორტალზე – Pundit Arena-ზე. მისი ავტორია ცნობილი ჟურნალისტი – პოლ ვესელი, რომელიც ხშირად წერს სტატიებს ქართული რაგბზე.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს მისი გაცნობა.

 

საუკუნეებია, რაც ამ მშვენიერ მხარეში – საქართველოში,  „ლელო ბურთს“ თამაშობენ. გუნდები შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი სიდიდის და როგორც წესი, შედგებოდა მეზობელი სოფლების მოსახლეობისაგან. თამაშის მიზანი იყო მძიმე ბურთის გადატანა მინდორს შორის, ნაკადულზე, ან მდინარეზე.

უძველესი სპორტი დღესაც არსებობს და ის გარკვეულწილად გავს რაგბს.. ესეცაა მიზეზი, რომ ქართველმა ხალხმა ასე ადვილად მიიღო და შეისისხლხორცა ევროპული სპორტის სახეობა.

და როგორც აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უმეტესობას, საქართველოსაც უწევს საბჭოთა კავშირის ჩრდილიდან გამოსვლა. სსრკ-მ შთანთქა მრავალი კულტურა,  თუ იდენტობა. მთელი მეოცე საუკუნე, საუკეთესო ქართველი მოაგბეები სწორედ საბჭოთა კავშირში თამაშობდნენ.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს:

„ქართული რაგბი უნიკალურია თავისი გეოგრაფიით, ისტორიით, გენეტიკით და მენტალიტეტით.“

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე რეგიონი, სადაც რაგბი უფრო უყვართ, ვიდრე სხვა მხარეში. მაგალითად, ქუთაისში რაგბი ძალიან პოპულარულია. მაგრამ, შეგვიძლია ვტქვათ, რომ ყველა რეგიონში რაგბს ყავს გულშემატკივარი.“

გოჩა სვანიძე
გოჩა  სვანიძე

რაგბი დაეხმარა საქართველოს, თავიდან აღმოეჩინა თავისი თავი და ეპოვა ახალი იდენტობა წარსულში ფესვებით და  მზერით მომავლისკენ. რაგბი, ამჟამად სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა ქვეყანაში და სწრაფად იზრდება.

საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ლაშა ხურციძე საუბრობს, თუ როგორ უწყობს ხელს სრკ ქვეყნის მასშტაბით რაგბის განვითარებას: „ უკე 2 წელია მიმდინარეობს სასკოლო პროგრამა „ჩაერთე რაგბში.“ წინასწარი მონაცემებით, კიდევ 260 სკოლა მზადაა ჩაერთოს მასში. პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მე ვფიქრობ, 4-5 წელიწადში გავაორმაგებთ ქართველი მორაგბეების რაოდენობას.“

მამუკა გორგოძე დებს ლელოს ტონგასთან (17-10 მსოფლიო თასი 2015)
მამუკა გორგოძე დებს ლელოს ტონგასთან (17-10 მსოფლიო თასი 2015)

ზრდასთან ერთად წარმატებაც მოვიდა. 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ დაამრცხა ტონგა და ნამიბია. ასევე, აჩვენა შთამბეჭდავი თამაში ახალი ზელანდიისა და არგენტინის წინააღმდეგ.

ამის მიუხედავად, სრკ-ს ხელმძღვანელობა  არ აპირებს მიღწეულით დატკბეს და ამბიციურ გეგმებს ისახავს: „ჩვენი მოკლევადიანი მიზანია, კონკრეტული თამაშისთვის მოთამაშეების და მწვრთნელების მომზადების სქემის დახვეწა, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. შემდეგი ეტაპია რაგბის რეგიონალური განვითარება, ასევე ადგილობრივი კადრების – ექიმების, ფიზიოთერაპევტების და ა.შ აღზრდა. გრძელვადიანი მიზანია მსოფლიო რეიტინგში ათეულში დამკვიდრება და პირველი დონის სარაგბო ქვეყნად ჩამოყალიბება.“

მაგრამ, იმისათვის რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნად ჩამოყალიბდეს, საქართველოს სჭირდება რეგულარული თამაშები მაღალი დონის მეტოქეებთან. დიდი ხანია საუბარი მიდის  გავარდნა-დაწინაურების სისტემის შემოღებაზე 6 ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს შორის – ტურნირზე, რომელიც საქართველომ ბოლო 9 წლის განმავლობაში რვაჯერ მოიგო. გოჩა სვანიძე აჟღერებს სრკ-ს ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხზე:

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ 6 ერში ამ სისტემის დანერგვა სწრაფად არ მოხერხდება. ამ ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს და ბიზნეს დაგეგმვაც სჭირდება, მაგრამ მუშაობა კონცეფციის ჩამოყალიბებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. 6 ერის მესვეურებმა უნდა იფიქრონ არა მხოლოდ კომერციულ მხარეზე, არამედ ტურნირის განვითარებაზეც. თუ ეს არ მოხდება, დარწმუნებულები ვართ შეიქმნება ალტერნატიული ტურნირი, მეორე დონის ქვეყნების მონაწილეობით, რამაც შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს 6 ერს“.

საქართველო ცნობილია თავისი ფორვარდებით, მათი მუშაობით შერკინებაში და დაცვაში, მაგრამ კავშირი ამით არ კმაყოფილდება. მათი სურვილია, ყველა სათამაშო პოზიციაზე ყავდეთ კონკურენტუნარიანი მოთამაშეები.

“ჩვენი უპირველესი ამოცანაა აღვზარდოთ უნივერსალური მოთამაშეები, რომლებიც არ იქნებიან მორგებულნი მხოლოდ ერთ სათამაშო სტილს. შედეგად, ჩვენ დავიკავებთ უკეთეს პოზიციას სარაგბო სამყაროში”

უკვე რამდნიმე დეკადაა საუკეთესო ქართველი მოთამაშეები თამაშობენ საფრანგეთსა და ბრიტანეთში. ამჟამინდელი შემადგენლობის 15 წევრზე მეტი ამ ქვეყნებშია დასაქმებული. როდესაც სვანიძე ვკითხეთ, ხომ არ ურჩევნია მეტი მოთამაშეები ყავდეს საქართველოს ჩემპიონატიდან, ის გვპასუხობს, რომ ლეგიონერების და ადგილობრივი მოთამაშეების განვიტარება ერთმანეთს ხელს არ უშლის:

„ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 2 გზა ერთმანეთის ალტერნატივაა. ჩვენი სურვილია, გავაფართოვოთ გეოგრაფიული არეალი, სადაც ქართველი მოთამაეები თამაშობენ. თუმცა, ლეგიონერების რიცხვის ზრდის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის განვითარება. ასე ვთქვათ, ჩვენ არ განვიხილავთ ტოპ 14-ს ქართული რაგბის განვითარების ერთადერთ საშუალებად“.

2019 წლის მსოფლიო თასაზე ავტომატური კვალიფიკაცია,  საქართველოს  საშუალება აძლევს დაგეგმოს კალენდარი, როგორც ნებმიერმა პირველი დონის ქვეყანამ. სვანიძის მიზნები ნათელია: „მინიმუმ გავიმეოროთ წინა მსოფლიო თასის შედეგი და იმედი ვიქონიოთ, რომ გავალთ ჯგუფიდან“

1991 წლიდან,  რაც საქართველო გათვავისუფლდა საბჭოთა კავშირისაგან, რაგბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  ერის გაერთიანებაში და ამჟამად იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმაოდგენს.

უძველესი თავისუფალი მინდვრებიდან, დღევანდელ მოედნებამდე საქართველო და რაგბი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. იმედია, ერთ დღესაც, ქართული რაგბი დაიკავებს კუთვნილ ადგილს მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების გვერდით.

ასევე ნახე

სხვა რაგბი

    დასრულდა 2018 წლის ოცწლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც დასახული მიზნები გადაჭარბებით შევასრულეთ, თუმცა გულშემატკივარში …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *

eleven − seven =