ფრანგული გამომცემლობა “მიდი ოლიმპიკის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე 2018-19 სეზონიდან საფრანგეთის TOP14-ის “ბორდოში” ითამაშებს.
გორგაძე “ბორდოში” პრო დ2-ის “მონ დე მარსანში” გატარებული 2 წარმატებული წლის შემდეგ გადადის, სადაც 28 თამაში ითამაშა და 3 ლელო გაიტანა.
“ბორდო” ტოპ14-ის ერთ-ერთი ამბიციური და მდიდარი კლუბია.ავსტრალიელ ვარსკვლავ ადამ ეშლი-კუპერთან ერთად, “ბორდოში” საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე მორაგბეც თამაშობს.
ბექას საქართველოს ნაკრებში 11 კეპი აქვს მოხვეჭილი და 5 ლელო აქვს გატანილი.