მთავარი / ბორჯღალოსნები / გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე თამაშის იმედს არ კარგავს

გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე თამაშის იმედს არ კარგავს

გიორგი ცუცქირიძე (ფოტო: Georgian Rugby)

 

 

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი ცუცქირიძე ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა და მსოფლიო თასზე გუნდის ერთ-ერთ კოზირადაც მიიჩნეოდა, თუმცა 27 აგვისტოს, საუზერნ კინგზთან წვივის ძვალი მოიტეხა და მსოფლიოზე მისი თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.

თუმცა, დღეს, ფრანგულ ლა მონტანში გიორგის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის მის ტრავმაზე, რეაბილიტაციაზე და სამსოფლიო შანსებზე საუბრობს.

როგორც ცუცქირიძე ამბობს, ოპერაცია იმავე საღამოს გაუკეთეს და რეაბილიტაციისთვის 3 კვირიანი ვადა განესაზღვრა.

‘დიაგნოზი სწრაფად დამისვეს და ოპერაციაც იმ საღამოსვე გამიკეთეს, მადლობა ექიმ გია ჭუმბურიძეს. ოპერაციის მეორე დღეს უკვე გავლა შევძელი და სარეაბილიტაციოდ ექიმებმა 3-4 კვირა განმისაზღვრეს.`

‘რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის და სამმა კვირამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ სწრაფად დავბრუნდე, მაგრამ არ ვჩქარობ და ექიმების ყველა ნათქვამს ვითვალისწინებ.`

გიორგი ამბობს, რომ მსოფლიო თასზე თამაშის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს.

`ვიზა პასპორტში მაქვს და ძვირფასი ნივთივით ვუფრთხილდები` – ღიმილით ამბობს გიორგი

` ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მსოფლიოზე ვითამაშებ. ყველა ვარჯიშის, თუ ექიმებთან შეხვედრის დროს თავში მხოლოდ იაპონია მიტრიალებს `

`სამწვრთნელო შტაბს შეუძლია მორაგბე ნებისმიერ დროს გამოიძახოს. მაგალითად ფიჯის შემდეგ, რომელიც ჯგუფში მესამე თამაშია, თუ საჭირო ვიქნები, შეუძლიათ გამომიძახონ.`

 

Rugby XV: მსოფლიო რაგბის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო თასის განაცხადში მორაგბის დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განაცხადში მყოფი რომელიმე მორაგბე ტრავმას მიიღებს და მისი შეცვლა გახდება საჭირო.

 

ასევე ნახე

გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს სთხოვენ, რომ ნაკრებში დაბრუნდეს

  ცოტა ხნის წინ, დავით რაფავამ გაავრცელა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის მამუკას ნაკრებში დაბრუნებასა და …