ცოტა ხნის წინ, დავით რაფავამ გაავრცელა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის მამუკას ნაკრებში დაბრუნებასა და მსოფლიო თასზე მონაწილეობის მიღებას სთხოვს. რაფავა გულშემატკივრებსაც მოუწოდებს, მის თხოვნას მხარი დაუჭირონ.
პოსტს უკვე ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.
Posted by David Rapava on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019
მამუკა გორგოძე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბეა. მან სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა ფრანგული ტულონის შემადგენლობაში თამაშს აგრძელებს და წელს, ტრავმების მოშუშების შემდეგ, კარგი სეზონიც ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი სტარტს იაპონიაში, 19 სექტემბერს აიღებს