მთავარი / სიახლეები / დიდი 10-ის პირველი წრის სიმბოლური

დიდი 10-ის პირველი წრის სიმბოლური

დასრულდა დიდი 10-ის პირველი წრე. გთავაზობთ პირველი წრის სიმბოლურსა და მოთამაშეთა შეფასებას.

  1. მიხეილ ორაგველიძე – საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო #1. კარგია, როგორც მიწოლაში, ასევე ღია თამაშში.
  2. ლაშა შალიკაშვილიდიდი 10-ის პირველი წრის აღმოჩენა. პატარძეულის “ვეფხვებს” ულიდერა. აქტიური იყო ღია თამაშში, აუტში სტაბილური. რამდენიმე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
  3. გიორგი ქართველიშვილი – ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერი ბურჯი. ლოკომოტივის შეუცვლელი #3.
  4. თორნიკე აქუბარდია – სეზონის დასაწყისში საუკეთესო იყო. შემდეგ ცოტა მოუკლო, რაც სათამაშო პოზიციის ხშირი ცვლითაც შეიძლება იყოს განპირობებული.
  5. იოანე იაშაღაშვილი – მიუხედავად ასაკისა (18 წლის) და ახალგაზრდა მორაგბისთვის რთული პოზიციისა, გამორჩეული იყო. ტექნიკურად ძალიან ძლიერია.
  6. დაჩი კოპაძე – პირველი წრის გამორჩეული მორაგბე. შეტევასა და შავი სამუშაოს შესრულებაში ერთნაირად კარგი იყო. ლოკომოტივის მძლავრი შერკინების ლიდერი.
  7. საბა შუბითიძე – ახალ გუნდს კარგად შეეგუა და მაღალ დონეზე ითამაშა.
  8. ნიკა სუხაშვილი – ფიზიკურად ძლიერი და მოძრავი რვა ნომერი.
  9. მიშიკო ალანია – კიდევ ერთი 18 წლის მორაგბე სიმბოლურში. რამდენიმე თამაშში ძალიან კარგი იყო. ზუსტი პასებით გამოირჩევა.
  10. რეზი ჯინჭველაშვილი – რეზის საუკეთესო სეზონი. არმაზის ლიდერი და თამაშის წამყვანი. გაუმჯობესებული აქვს ფეხით თამაშიც.
  11. გოშა შკინინი – სანამ ტრავმას მიიღებდა, სამჯერ მოასწრო სიმბოლურში შესვლა. დიდი 10-ის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე.
  12. გიორგი კვესელაძე – ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი და არაორდინალური ქართველი მორაგბე. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
  13. ზურა ძნელაძე – “ტურბო” კარიერის პიკშია. გამორჩეულად კარგია ჰაერში, უყვარს შეტევა და ოფლოუდი.
  14. გიორგი აბრამიძე – დიდ10-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სათამაშო ინტელექტის და ალღოს მქონე მორაგბე. თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. “ვეფხვებთან”, “აიას” 5 მეტრიანში, საოცარი აუტი გადაარჩინა.
  15. ბექა წიკლაური – როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან სტაბილური და საიმედოა.

 

საუკეთესო მწვრთნელი: ლევან ობოლაძე – ჩემპიონატის დაწყებამდე “აკადემიამ” ეროვნული ნაკრების სამი მორაგბე დაკარგა და სეზონიც ცუდად დაიწყო. მაგრამ, პირველი წრის მეორე ნახევარში, გუნდმა ძალები მოიკრიბა, რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და მეორე წრეში ფლეი-ოფში გასასვლელადაც იბრძოლებს. ამ ყველაფერში კი, ყველაზე დიდი წვლილი ლევან ობოლაძეს მიუძღვის.

 

საუკეთესო მოთამაშე: დაჩი კოპაძე

ასევე ნახე

გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს სთხოვენ, რომ ნაკრებში დაბრუნდეს

  ცოტა ხნის წინ, დავით რაფავამ გაავრცელა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის მამუკას ნაკრებში დაბრუნებასა და …