მთავარი / ზე რაგბი / ზე რაგბის ფინალი: წინათქმა

ზე რაგბის ფინალი: წინათქმა

ფინალისტთა მგეზავები: ბოდენ ბარეთი (ყვითელ ფორმაში) და ელთონ იანკისი
ფინალისტთა მგეზავები: ბოდენ ბარეთი (ყვითელ ფორმაში) და ელთონ იანკისი

დასასრულს მიუახლოვდა პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზე (სუპერ) რაგბი. ხვალ, შაბათს, თბილისის დროით 11.35 ველინგთონში ადგილობრივი ჰარიქენზი და იოჰანესბურგის ლაიონზი დაუპირისპირდებიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება, არც ერთ გუნდს არ მოუგია აქამდე ეს გათამაშება. ჰარიქენზი ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ქარიშხლების ფანებს  იმედი აქვთ, რომ აქვთ გავსებულ ვესთფაქ სტადიუმზე (ყველა ბილეთი ადრევე გაიყიდა) შარშანდელი კოშმარი არ გამეორდება, როდესაც ფავორიტად მიჩნეულ მასპინძელს ჰაილენდერსმა აჯობა.

ზერაგბის ნახევარფინალი ჰარიქენზე-ჩიფსი მიმოხილვა

ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ეს  100%  დამსახურებული იქნება. ორივე გუნდმა ულამაზესი თამაში აჩვენა ტურნირის განმავლობაში, დაიკავა ჯგუფურ ეტაპზე პირველი-მეორე ადგილი და ფლეიოფებშიც ღირსეულად გამოვიდა.

ჰარიქენზმა მეოთხედფინალში გაანადგურა შარქსი, ხოლო ნახევარფინალში ბრწყინვალე დაცვით და ღერძის- ბოდენ ბარეთის და 9 ნომერ თიჯეი პერენარას ტანდემით აჯობა ჩიფსს. ლაიონზმა სძლია ქრუზეიდერსს და შემდეგ უკვე ძალიან სახიფათო ჰაილენდერსს პირწმინდად მოუგო.

 

ზერაგბის ნახევარფინალი ჰარიქენზე-ჩიფსი მიმოხილვა

ლაიონზი ოპტიმალური შემადგენლობითაა. გუნდს დაუბრუნდა  ვორენ ვაითლი. ჰარიქენზის სამწუხაროდ კვლავ სათუოა მათი კაპიტანის, დენ ქოულზის თამაში. სავარაუდოდ, შაბათს კვლავ რიქი რიქითელი დაიწყებს

ლაიონზი შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებს. ბრწყინვალე ფორმაშია ელთონ იანკისი და ფაფ დე ქლარქი. ცენტრი როჰან იანს ფან რენსბერგი-ლიონელ მაპუ, ფრთა რუან ქომბრინქი და მთლიანად შერკინება.  სტატიკაში ისინი უდავოდ მოიპოვებენ უპირატესობას, როგორც ეს 1 კვირის წინ გააკეთეს მთიელებთან

 

მცირე უპირატესობა მაინც მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ:

  • ჰარიქენზი სახლში თამაშობს
  • ლაიონზმა 12 000 კილომეტრი იფრინა ზელანდიაში ჩასასვლელად, პირობებიც ძალიან განსხვავებულია: მშრალი აფრიკული ზეგანის ნაცვლად წვიმიანი ზელანდიური ამინდი ელოდებათ
  • ამ გუნდების წინა დაპირისპირება წელს, აფრიკაში ჰარქიენზის ტრიუმფით 50-17 დასრულდა. ლაიონზის აგრესიულ სწრაფ სტილს ჰარიქენზმა თავისი კონტრშეტევები დაუპირისპირა და 2 ლელო ჩაჭრილი ბურთის შემდეგ დაუდო. მასპინძლები ამის გაკეთებას კვლავ შეეცდებიან.
  • ლაიონზის შეტევა შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებია ჰარიქენზის დაცვა. ქარიშხლებმა ბოლო ლელო 2 თამაშის წინ, ჯგუფურ ეტაპზე ქრუზეიდერსთან პირველ ტაიმში გაუშვეს.

მთავარი დაპირისპირება ალბათ 10 ნომრებისაა ორივე გუნდის მგეზავი ბრწყინვალე ფორმაშია. ზელანდიელებს იმედი აქვთ, რომ ბოდენ ბარეთი კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს და ტაქტიკურ დუელში დაჩაგრავს ელთონ იანკისს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არდი სავეას და თიჯეი პერენარას ფორმას. პირველმა უნდა გაანეიტრალოს ლაიონზის შთამბეჭდავი რაქებში. ხოლო პერენარამ გუნდს რიტმი და აგრესია შემატოს

თუ სამივე საკვანძო მოთამაშემ გადაჭრა ეს ამოცანა ჰარქიენზი შეძლებს ლაიონზის დამარცხებას.

ჩვენი პროგნოზით ჰარიქენზი 7 ქულით მოიგებს

 

შემადგენლობა

ჰარიქენზი:

  1. ჯეიმს მარშალი 14. ქორი ჯეინი 13. მეთ ფროქთორი 12. უილის ჰალაჰოლო 11. ჯეისონ ვუდვორდი 10. ბოდენ ბარეთი 9. თიჯეი პერენარა 8. ვიქტორ ვიტო 7. არდი სავეა 6. ბრედ შილდსი 5. მაიქლ ფათიალოფა 4. ვაი ფიფიტა 3. ბენ მეი 2. დან ქოულზი/რიქი რიქითელი 1.ლონი უჰილა

მარქაფა:

16. რიქი რიქითელი/ლენი აფისაი 17.ქრის ივსი 18.მაიქ ქაინგა/რეჯი გუდსი 19.  მარქ ებოთი 20.ქალუმ გიბინს/ტონი ლემბორნი 21. ჯემისონ გიბსონ-პარკი 22. ვინს ასო 23.ჯულიან სავეა

მწვრთნელი: ქრის ბოიდი

ლაიონზი:

15. ანდრეს კუცია 14. რუან ქომბრინქი 13. ლიონელ მაპუ 12. როჰან იანს ფან რენსბერგი 11. ქორთნალ სკოსანი 10. ელთონ იანკისი 9. ფაფ დე ქლარქი 8. ვორენ ვაითლი 7.ვერვიქ თექლენბერგი 6.იაკო კრილი 5. ფრენკო მოსთერთი 4. ანდრეს ფერეირა 3. ჯულიან რედლინგჰაისი 2. მალქოლნ მარქსი 1. დილან სმითი

 

მარქაფა

16. არმან ფან დერ მერვე 17.კონრ ფური 18. ჟაკ ფან რუენი 19. ლორენ ერასმუსი 20. რუან აკერმანი

21. როს კრონიე 22. ჰოვარდ მნისი 23. იაკო ფან დერ ვალთი

მწვრთნელი იოჰან  აკერმანი.

რეფერი: გლენ ჯექსონი (ზელანდია)

დამხმარე (გვერდითი) მსაჯები: არგუს გარდნერი (ავსტრალია), ბენ ოკიფი (ზელანდია)

ვიდეო რეფერი ბენ სკინი (ზელანდია)

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

five − two =