იაპონიის 35 წუთი

ატაატა მოაკიოლა
ატაატა მოაკიოლა (ბურთით)

 

 

ალბათ ვერავინ იფიქრებდა, ნახევარი საათის თავზე იაპონია 19-7 თუ წაიყვანდა თამაშს და ლელოებშიც 3-1 იქნებოდა მათ სასარგებლოდ.
თუმცა, მოდით მივყვეთ თავიდან: აფრიკამ არეულად დაიწყო და მთელი პირველი ტაიმი თამაშის დალაგება ვეღარ მოახერხა. ბევრს სცოდავდნენ ბოჭვის არეში. ვერ ახერხებდნენ მის დროულად გასუფთავებას და ამით იაპონიამ საკმარისად იხეირა. ასევე წუნი ქონდათ ხელით თამაშში. მოიკოჭლებდნენ დისციპლინაშიც და ხშირად ჯარიმდებოდნენ საკუთარ 22-ში.

განსხვავებული იყო იაპონელების თამაში, რომლებმაც პირველი ნახევარი საათი აღმაფრენით ჩაატარეს, მეტოქეს სამი ლელოც დაუდეს და თითქმის ყველაფერში დაჯაბნეს აფრიკელები. თუმცა, ჩანდა რომ ახალგაზრდა „ალუბლებს“ უჭირდათ 1-1-ზე მეტოქის შეჩერება.

გარდამტეხი აღმოჩნდა გაძევება იაპონელთა რიგებში, რომლის დროსაც სამხრეთ აფრიკამ მოახერხა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და ზედიზედ სამჯერ დაალელოვა იაპონელები. მეორე ტაიმში „იაპებს“ უპირობო უპირატესობა ჰქონდათ მატჩის ყველა ასპექტში და როდესაც ტემპს კიდევ მოუმატეს, იაპონელთა გუნდი საბოლოოდ მოიშალა.

სიპატო პოკომელა (ბურთით) უტევს იაპონიის დაცვას
სიპატო პოკომელა (ბურთით) უტევს იაპონიის დაცვას

ყველაფრის მიუხედავად, იაპონელებმა საკმაოდ სიმპატიური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. აშკარად ცდილობდნენ შემოქმედებითი რაგბის თამაშს, მოედნის მთელი სიგანის ათვისებას და გამოსდიოდათ კიდეც. გამართულად მუშაობდა მათი შერკინება და დერეფანი.

მათი რიგებიდან აშკარად გამოსარჩევია გარემარბი – ატაატა მოაკიოლა, რომელმაც პირველივე ტაიმში ჰეთთრიკი შეასრულა და მთლიანობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

აფრიკელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა მღლეტელმა – ზეინ დევიდსმა, რომლის გაჩერებაც, გადაუჭრელ ამოცანად ექცათ იაპონელებს და სამართლიანადაც დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

ასევე გამოსარჩევია ფულბექი – ქარვინ ბოში, რომელმაც რვიდან რვა გარდასახვას, 52 მეტრიდან გატანილი ჯარიმაც მიაყოლა და დარტყმა არ გაუცუდებია.

საბოლოო ანგარიში: 59-19 აფრიკელთა სასარგებლოდ

ლელოები: ს. აფრიკა (8) – ჯექსონ, დევიდს (2), ლიბბოქ, მაფუმა, სედი, ვარდ (2)

                     იაპონია (3) – მოაკიოლა (3)

გარდასახვა: ს. აფრიკა (8) – ბოშ

                       იაპონია (2) – კანაი

ჯარიმა: ს. აფრიკა (1) – ბოშ

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

twenty + 2 =