რამდენიმე საათის წინ, 3 კაციანმა დამოუკიდებელმა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება მიიღო და ავსტრალიის რაგბის კავშირსა და ისრაელ ფოლაუს შორის არსებული კონტრაქტი ანულირებულად გამოაცხადა.
რამდენიმე დღით ადრე კი იგივე არბიტრაჟმა ფოლაუ კონტრაქტის პირობების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა, რაც მისი გაუქმების საფუძველი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ფოლაუს საგა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ ქურდები, ლოთები, მატყუარები და გეები ცოდვილები არიან და თუ არ მოინანიებენ, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებიან.
ფოლაუს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 72 საათში, სხვა არბიტრაჟში ან სასამართლოში შეუძლია. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა ის ამ უფლების გამოყენებას.