მთავარი / 4 ერი / კეფუ: ბედნიერი ვიქნები, თუ ფოლაუ ტონგას სახელით ითამაშებს

კეფუ: ბედნიერი ვიქნები, თუ ფოლაუ ტონგას სახელით ითამაშებს

ავსტრალიელთა ლეგენდა, ტოუტაი კეფუ, რომელიც ამჟამად ტონგელთა მწვრთნელია, ამბობს, რომ ის აუცილებლად შეხვდება ფოლაუს, თუკი ავსტრალიის რაგბის კავშირი მას კონტრაქტს გაუწყვეტს.

ორიოდე დღის წინ მოსმენა გაიმართა, სადაც ფოლაუ დამნაშავედ ცნეს მისი ინსტაგრამის პოსტის გამო და ახლა სასჯელს ელოდება.

დიდი ალბათობით, ავსტრალიის რაგბის კავშირი ფოლაუს კონტრაქტს გაუწყვეტს და კეფუ ამბობს, რომ ის იზის აუცილებლად დაელაპარაკება, რათა ტონგის სახელით გამოსვლაზე დაითანხმოს.

ფოლაუს მშობლები წარმოშობით ტონგელები არიან, მაგრამ როგორც კეფუ ამბობს, იზის 3 წელი დაცდა მოუწევს, რათა ტონგის სახელით გამოსვლის უფლება მიეცეს, თუმცა 2023 წლის მსოფლიომდე საკმარისზე მეტი დროა და თუ ყველაფერი ამ სცენარით განვითარდა, შესაძლოა ავსტრალიელი ვარსკვლავი საფრანგეთში კუნძულელთა ფორმით ვიხილოთ.

`კი, აუცილებლად. ბედნიერი ვიქნები, თუ იზი ტონგას ნაკრებში ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, თვითონაც კმაყოფილი დარჩება და ტონგაში თამაშით სიამოვნებასაც მიიღებს` – უპასუხა კეფუმ ABC Radio-ს, როცა ჰკითხეს, დაელაპარაკებოდა თუ არა ფოლაუს, ნაკრების შეცვლის თაობაზე.

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …