როგორც იცით, პატარა ბორჯღალოსნებმა ფიჯი უდაძაბულეს ბრძოლაში, 12-8 დაამარცხეს და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში 14 კაციანმა ავსტრალიამ არგენტინა 34-13 დაამარცხა, ხოლო რამდენმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას 20-7 მოუგო.
შესაბამისად, 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია.
როგორც ცნობილია, ტურნირი იტალიაში, კერძოდ კი ტრევიზოში გაიმართება
2020 წლის ახალგაზრული მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფი:
არგენტინა
სამხრეთ აფრიკა
იტალია
საქართველო