რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოსთვის მოსამზადებელი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სიაში 37 მორაგბეა, თუმცა იქ ვერ ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც მორგან პარა და მეთიუ ბასტარო არიან. ამ სიამ სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გულშემატკივრები განსაკუთრებით ბასტაროს არყოფნამ აღაშფოთა.
აღსანიშნავია, რომ გუნდში პირველად მოხვდა ფიჯელი უკანახაზელი, ალივერიტი რაკა.