მთავარი / ბორჯღალოსნები / ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის!

ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, მსოფლიო თასის შემდეგ სამუშაოდ იაპონური ტოპ ლიგის ერთ-ერთ გრანდში, სანტორი სანგოლიასში გადადის. ცოტა ხნის წინ კი ეს ინფორმაცია თავად სანგოლიასმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც წერილიდან ირკვევა, ჰეიგი სანგოლიასს 2019-20 წლების სეზონში უხელმძღვანელებს.

სანტორი სანგოლიასი იაპონიის ხუთგზის ჩემპიონია, წლევანდელ სეზონში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ამწუთას გუნდში ავსტრალიელი ვარსკვლავები, მეთ გიტო და შონ მაქმაანი ირიცხებიან.

ასევე ნახე

მომავალ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფი უკვე ცნობილია

  როგორც იცით, პატარა ბორჯღალოსნებმა ფიჯი უდაძაბულეს ბრძოლაში, 12-8 დაამარცხეს და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის …