მთავარი / საერთაშორისო ტურნირები / რიდი არ აპირებს მაქქოუს მიბაძოს

რიდი არ აპირებს მაქქოუს მიბაძოს

ქირან რიდი
                                                                                                                                   ქირან რიდი

 

ქირან რიდს აქამდე 9-ჯერ უკაპიტნია ახალი ზელანდიისთვის, მაგრამ შემდეგი მატჩი ცოტა განსხვავებული იქნება, რადგან პირველი თამაშია რიჩი მაქქოუს რაგბიდან წასვლის შემდეგ.

 

ოლ ბლექსის ახალდანიშნული კაპიტანი სრულად აცნობიერებს, თუ რა მძიმე ტვირთი უნდა ატაროს.

აქამდე რიდი მხოლოდ შემცვლელი იყო რიჩის არყოფნაში. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა – ის თვითონაა კაპიტანი და უნდა გაუძღვეს გუნდს, თანამებრძოლი მესამეხაზელის და რაგბის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის გარეშე, ვისთან ერთადაც ფენომენაaლურ წარმატებებს მიაღწია.

რიდი ამ გამოწვევისთვის მზადაა.

 

„მიფიქრია ამაზე.  სრული პასუხისმგებლობის აღება ნამდვილად ცვლის სიტუაციას“ -განუცხადა რიდმა ზელანდიურ სანდი სთარ თაიმსს

„აქამდეც შესანიშნავი იყო გუნდის კაპიტნობა, მაგრამ ადრე  ეს მხოლოდ იმ კონკრეტულ კვირას ეხებოდა და შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ბრუნდებოდა“

„მე უამრავი რამ ვისწავლე რიჩისგან. პირველად რომ მოვედი, ტელევიზორში მყავდა ნანახი. შემდეგ ჩამოვყალიბდით ტანდემად და გავიზარდეთ ერთად. ეს ნამდვილად კარგი პერიოდი იყო ჩემს ხოვრებაში, მაგრამ მინდა საკუთარი გზა გავაგრძელო და არა უბრალოდ მივბაძო მას. მე მინდა დავრჩე ქირან რიდად. ჩვენს შორის არის მცირე განსხვავებები, თუმცა ცხადია მასავით კარგი უნდა ვიყო მოედანზე“

„მე მომწონს, როდესაც მოთამაშეებს გაზრდასა და სრულყოფაში ვეხმარები. თითოეულს ინდივიდუალურად უნდ ამიუდგე და დაეხმარო, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაში. მე ასეთი ლიდერობა მიზიდავს“

ქირან რიდის და ოლ ბლექსის უახლოესი მეტოქე უელსია, რომელთანაც 3 ტესტ მატჩს გამართავენ. პირველი მათგამი 11 ივნისს, იდენ პარკზე გაიმართება (ოკლენდი, ზელანდია)

 

 

მომზადებულია Planetrugby.com-ის მიხედვით

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

5 × 4 =