რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიუს ტინკუმ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. გუნდშია საფრანგეთში მოთამაშე ყველა საუკეთესო ლეგიონერი: მიჰაი ლაზარ (გრენობლი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ჯონა ფან ჰირდენ (პერპინიანი), ანდრე გორინ (მასი), მარიუს ანტონესკუ (კოლომიე). წინა წლის ნოემბერში, სანაკრებო კარიერა დაასრულა რუმინელების საუკეთესო მორაგბე – ვალენტინ ურსაკემ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 9 თებერვალს, კლუჟში, თბილისის დროით 16 საათზე გაიმართება.
ბურჯები: მიჰაი ლაზარ, იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე, კონსტანტინ პრისტავიტა, ალექს გორდაშ
კვაჭები: ოთარ ტურაშვილი, ეუჯინ კაპატინა, ოვიდიუ კოჟოჩარუ
მეორე ხაზი: მარიუს ანტონესკუ, მარიან დრენჩეანუ, ჯონა ფან ჰირდენ
მესამე ხაზი: მიჰაი მაკოვეი, ანდრე გორინ, ადრიან იონ, კრისტი ჩირიკა, ვიორელ ლუკაჩი, დორინ ლაზარ
9 ნომრები: ფლორინ სურუჯუ, ვალენტინ კალაფეტიანუ
10 ნომერი: დანიელ პლაი
ფრთები: იონუც დუმიტრუ, ნიკოლას ონუტუ, ვლადუც ზაჰარია
ცენტრები: ფრორინ ვლაიკუ, ალექსანდრუ ბუკურ, ვლადუც პოპა, კატალინ ფერკუ, კოსმინ ილუიცა
15 ნომრები: მარიუს სიმონესკუ, იონელ მელინტე