მთავარი / 20 წლამდე / სამხრეთაფრიკელთა ლიდერი ტრავმირებულია!

სამხრეთაფრიკელთა ლიდერი ტრავმირებულია!

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთაფრიკელთა უდაო ლიდერი, ფრანკე ჰორნი ტრავმირებულია და დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჰორნმა მხრის ტრავმა შოტლანდიასთან 43-19 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. გუშინ მას სურათი გადაუღეს და აღმოჩნდა, რომ ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მისი ტურნირზე მონაწილეობა გამორიცხულია.

აფრიკელებმა მის მაგივრად ბულზის მორკინალი, იანკო სვანეპოელი დაიმატეს.

ჰორნი სპრინგბოქსისთვის უდიდესი ძალა იყო. ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკული ტურნეს დროს სწორედ მან დაუდო პატარა ბორჯღალოსნებს 4 ლელო და მისი დაკარგვით აფრიკელები აშკარად შესუსტდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველები სამხრეთაფრიკელებს შაბათს, 17:30-ზე, U20 მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში შეხვდებიან.

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …