მთავარი / ზე რაგბი / საქართველო მოლაპარაკებებს პრო12-თან და “სუპერ რაგბთან” აწარმოებს

საქართველო მოლაპარაკებებს პრო12-თან და “სუპერ რაგბთან” აწარმოებს

როგორც BBC Wales Sport იუწყება, საქართველოს რაგბის კავშირმა “გინეს პრო12-თან” და “სუპერ რაგბთან” ამ ტურნირებში ქართული გუნდის დამატების თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.

“გინეს პრო12” (ე.წ. კელტური ლიგა) უელსურ, ირლანდიურ, შოტლანდიურ და იტალიურ გუნდებს აერთიანებს, ხოლო “სუპერ რაგბის” ტურნირში ზელანდიური, სამხრეთ აფრიკული, ავსტრალიური, არგენტინული, იაპონური კლუბები მონაწილეობენ და ბევრი ექსპერტი მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირადაც მოიხსენიებს.

საუბარია ე.წ. ფრენჩაიზზე, ანუ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამ ტურნირებისთვის საქართველოს საუკეთესო მორაგბეების ერთ გუნდში თავმოყრას შევეცდებით.

იმავე ხერხს მიმართეს არგენტინამ და იაპონიამ. “სუპერ რაგბში” ჩართული მათი გუნდების წევრების უმრავლესობა სწორედ ეროვნული ნაკრების მოთამაშეა.

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

10 + 4 =