მთავარი / საერთაშორისო ტურნირები / ქამინგსი: „შოტლანდია მზადაა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის“

ქამინგსი: „შოტლანდია მზადაა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის“

სქოთ ქამინგსი
                                                                                                             სქოთ ქამინგსი

შოტლანდიის 20 წლამდელთა კაპიტნის – სქოთ ქამინგსის აზრით, მისი გუნდი მზადაა მანჩესტერში გასამართი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ქამინგსმა შოტლანდიის რაგბის (შოტლანდიური რაგბის მამრთველი ორგანო) ოფიციალურ ვებგვერდს განუცხადა, რომ იცის, რა გამოწვევების წინაშე დგანან მოახლოებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირზე, სადაც მას დებიუტი შარშან ჰქონდა.

„წინა წელს ტურნირზე დებიუტი ფაქტიურად შოკისმომგვრელი იყო, ვგულისხმობ აჟიოტაჟს და მედია გაშუქებას.“

„ეს არის შანსი ეთამაშო გუნდებს, რომელთაც აქამდე არ შეხვედრიხარ და შეიძლება ვეღარც შეხვდე“

ქამინგსის განცხადებით, გუნდი საკმაოდ აჟიტირებულია იმ ფაქტით, რომ  პირველ მატჩში ავსტრალიას ხვდებიან.

– „ავტსრალია სავარაუდოდ  განსხვავებულ რაგბს ითამაშებს, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვართ შეჩვეული-სამხრეთ ნახევარსფეროს და ზერაგბის შემტევ სტილს. მოუთმენლად ველით ამ სიახლეს“

– „მათ უამრავი ისეთი მოთამაშე ყავთ, რომელთაც მაღალი დონის რაგბი უთამაშიათ, ისევე როგორც ჩვემ. ასე რომ, კარგ მატჩს ველოდები.“

ქამინგსის თქმით, გუნდი კარგად მოემზადა, მენტალური განწყობაც შესაბამისია და დარჩა მხოლოდ ამ ყველაფრის მოედანზე დამტკიცება.

„შესანიშნავი პროგრამა გავიარეთ წელს, გვყავს მშვენიერი გუნდი, 28 ძალიან კარგი მოთამაშით და ყველა პოზიციაზე კონკურენციით.“

 

 

 

მომზადებულია Planetrugby.com-ის მიხედვით

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

eighteen − 7 =