მთავარი / საერთაშორისო ტურნირები / ქართერი მხარს ქრუდენის კანდიდატურას უჭერს

ქართერი მხარს ქრუდენის კანდიდატურას უჭერს

აარონ ქრუდენი (#10) და დენ ქართერი
აარონ ქრუდენი (#10) და დენ ქართერი

დენ ქართერის აზრით აარონ ქრუდენი სასტარტო 10 ნომერი უნდა იყოს უელსთან პირველ ტესტ მატჩში

დენ ქართერმა სანაკრებო კარიერა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა. ის ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში – მეტრო რასინგ 92-ში თამაშობს და თვალყურს ადევნებს ახალი ერის დასაწყისს მის სამშობლოში.
NZME-სთან ინტერვიუში ქართერმა განაცხადა, რომ აარონ ქრუდენი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.
„მაინტერესებდა, როგორ ფორმაში დაბრუნდებოდა აარონი ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ (ქრუდენმა ტრავმა შარშან, გაზაფხულზე, ზერაგბის მორიგი თამაშის დროს მიიღო, რის გამოც მსოფლიო თასი გამოტოვა) და მის საქებრად უნდა ვთქვათ, რომ უმტკივნეულოდ მოახერხა.“
„ის თავიდანვე ჩემი არჩევანი იყო და ერთ-ერთი მოწინავე თავის პოზიციაზე წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, დროა, იგი გაუძღვეს გუნდს“
„ნებისმიერი ამ სამიდან (ქრუდენი, ლიმა სოპოანგა , ბოდენ ბარეთი) შეძლებს ითამაშოს მაღალ დონეზე, ამიტომ ყველა გაყოფილი ვართ არჩევანში და რთულია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩემი ხმა აარონს და მის გამოცდილებას“–დაამატა ქართერმა.
ეს ახალი ზელანდიის პირველი ტესტია, მას შემდეგ, რაც ნაკრები დატოვეს ქართერმა, მაქქოუმ და კიდევ რამდენიმე დიდმა მოთამაშემ ( მაა ნონუ, ქონრად სმითი). ქართერი აღიარებს, რომ ცოტათი უცნაურია მისთვის გულშემატკივრის პოზიციიდან ოლ ბლექსის ყურება, მაგრამ ამავდროულად ამაღელვებელიც.
„არ ვარ დარწმუნებული ჩემს განცდებში. ნელ-ნელა შევდივარ გულშემატკივრის ამპლუაში. როდესაც ვიცოდი, რომ ოლ ბლექსში აღარ ვიტამაშებდი, ამას შევეგუე მარტივად, მაგრამ ახლა როცა თამაშამდე ასე ცოტა დრო დარჩა, ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი.
„ჩემი ფრანგულის მასწავლებლისდა სამწუხაროდ, მაინც ჩავრთე „UK Sky“ არხი, რადგან ძალიან მენატრებოდა ზელანდიური რაგბი. მინდოდა სუპერ რაგბის თამაშების ნახვა. შაბათს, 9:30 წუთზე, მე ვიჯდები სახლში და ვუგულშემატკივრებ ოლ ბლექსს“
ახალი ზელანდია და უელსი ერთამენთს სამჯერ შეხვდებიან. პირველი ტესტი შაბათს, თბილისის დროით 11:35 გაიმართება

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

fourteen + 14 =