მთავარი / ავივა პრემიერშიფი / ჯეიმს ჰასკელი | ჰაილენდერზში თვეში $1100-ად ვთამაშობდი

ჯეიმს ჰასკელი | ჰაილენდერზში თვეში $1100-ად ვთამაშობდი

ჯეიმს ჰასკელმა კარიერა ახლახანს დაასრულა და The Times-ს ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა. მათ შორის ისაუბრა მის გადაწყვეტილებაზე, ზელანდიურ ჰაილენდერზში გადასვლასთან დაკავშირებით.

`ჰაილენდერზში წელიწადში 20 000 ზელანდიურ დოლარს (დაახლოებით აშშ $13 000) ვიღებდი. სიმართლე გითხრათ, იქ ცხოვრება უფრო ძვირი მიჯდებოდა, ვიდრე ხელფასს მიხდიდნენ. თუმცა, ზელანდიაში სათამაშოდ რაგბის სიყვარულის გამო წავედი` – უთხრა მან თაიმსს.

`ამ ერთი წლის განმავლობაში თამაში მთელი მსოფლიოს გარშემო მიწევდა და ზელანდიაში გატარებული ყოველი დღიდან სიამოვნებას ვიღებდი. ცხოვრებაში ასეთი შანსი ერთხელ გეძლევა და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო.`

წელიწადში $20000-იანი შემოსავლით ის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანად ითვლებოდა. იუნისეფის მიხედვით, ის ოჯახი, რომელსაც შემოსავალი წლის განმავლობაში $28000-ზე ნაკლები აქვს, ზელანდიაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად ითვლება.

ჰასკელი ჰაილენდერზში 2012-13 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ვოსპსში გადავიდა, სადაც 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ბოლოს კი ნორსემფთონ საინთსში გამოდიოდა.

ინგლისის ნაკრებში 2007-19 წლებში თამაშობდა, 77 კეპის მოგროვებაც მოასწრო და ორი მსოფლიო თასის მონაწილეცაა.

`ორივე მსოფლიო თასი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ინგლისისთვის სამარცხვინოდ დამთავრდა. ძალიან გამეხარდებოდა, ამ მსოფლიოებზე ჩემი მწვრთნელი ედი ჯონსი რომ ყოფილიყო. მჯერა, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა.

საერთოდ, ნაკრებში ჩემი საუკეთესო თამაშები სწორედ ედის ხელმძღვანელობით ჩავატარე. მან საშუალება მომცა, ჩემი საუკეთესო თვისებები გამომევლინა.`

`ცოტა ხნის წინ ედის შევხვდი და ვუთხარი, რომ რაგბისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა და ასევე შევთავაზე, თუ რამით შემეძლება, გუნდს დავეხმარებითქო.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ მჯერა, ამ ნაკრებს მსოფლიოს მოგება შეუძლია. თუ ეს ასე იქნება, ჩემი 99% ამით ძალიან ბედნიერი იქნება, ხოლო დანარჩენი 1% იტყვის, fuck!`

ჰასკელს სჯერა, რომ თუ ვინმეს უნდა, ზელანდიელებს გაუთანაბრდეს, ფიზიკის მაგივრად უნარებს უნდა მიხედონ. მისი აზრით თანამედროვე რაგბში პიროვნებების ნაკლებობაა და ყველაფერი მოსაწყენია.

`თამაშის განვითარება და ზელანდიის დონეზე ასვლა თუ გვინდა, უმჯობესია სიმძიმეების მაგივრად ხელში ბურთი ავიღოთ. უნარების განვითარება რაგბის ფუნდამენტია`

`თანამედროვე რაგბში ერთადერთი რამე არ მომწონს: ყველაფერი ძალიან სტერილური გახდა. შენ არ შეგიძლია რამე ისეთი თქვა ან გააკეთო, თუნდაც ვინმე გალანძღო. კითხვის დასმაც კი არ შეიძლება. სურათიც კი თავიდან უნდა გადაიღო, თუ ხელში არასწორი მობილური გიჭირავს. ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენია`

ასევე ნახე

გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს სთხოვენ, რომ ნაკრებში დაბრუნდეს

  ცოტა ხნის წინ, დავით რაფავამ გაავრცელა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის მამუკას ნაკრებში დაბრუნებასა და …