მთავარი / 4 ერი / რაგბის ფალავნობა (4 ერი) 2016

რაგბის ფალავნობა (4 ერი) 2016

rugby-championship-logo-806

დღეს,  თბილისის დროით 14:05 წუთზე, სიდნეიში ავსტრალია-ახალი ზელანდიის მატჩით, სტარტს აიღებ 2016 წლის რაგბის ფალავნობა (4 ერი).

ეს რაგბის ფალავნობის (ინერციით 4 ერად წოდებულის) მეხუთე გათამაშებაა. მანამდე იყო 3 ერი, ტურნირი რომელიც 1996 წელს შეიქმნა და სამხრეთის 3 გიგანტს-ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას აერთიანებდა. 3 ერი ჯერ 2 წრედ, ხოლო 2006 წლიდან 3 წრედ მიმდინარეობდა (2007 და 2011 წელს 2 წრედ ჩატარდა მსოფლიო თასის გამო). 2012 წელს ტურნირს დაემატა პროგრესირებადი არგენტინა, გადაერქვა სახელი  და დაუბრუნდა ტრადიციულ ორწრიან ფორმატს. 2015 წელს მსოფლიო თასის გამო ტურნირი 1 წრედ ჩატარდა.

ტურნირის ყველაზე წარმატებული მონაწილე ახალი ზელანდიაა. ოლ ბლექსმა ჩატარებული 20 გათამაშებიდან 13-ში იმარჯვა, ავსტრალიას 4 ჩემპიონობა აქვს, აფრიკას-3, არგენტინას 4 ცდიდან არცერთი.

ალავნობის ერთ-ერთი ულამაზესი მატჩის სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია საკვანძო მომენტები-2013 წელი

მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიაა. ოზებმა შარშან ისარგებლეს ხელსაყრელი განრიგით ( ერთწრიანი ტურნირის გამო სახლში იღებდნენ ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას) გადამწყვეტ მატჩში ლამაზად მოუგეს ოლ ბლექსს და ტიტულს დაესაკუთრნენ.

წელს ფავორიტი ტრადიციულად ზელანდიაა. შავებმა ზაფხულის ტესტებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს, აჯობეს რა უელსს სამივე მატჩში უსიტყვოდ. საპირისპიროდ, ავსტრალიამ ისტორიული განადგურება იწვნია ინგლისისგან საკუთარ კედლებში (0-3), ხოლო სამხრეთ აფრიკა საკმაოდ უფერულად გამოვიდა ირლანდიასთან. არგენტინელებსაც საკმაოდ ცუდი ტესტები ჰქონდათ იტალიასთან და საფრანგეთთან, თუმცა მათ საჩემპიონო შანსებს არც არავინ განიხილავს.

რაგბის ფალავნობის განრიგი (2016)

თბილისის დროითმატჩირეფერისტადიონი
20/08 14:05
ავსტრალია-ახალი ზელანდიაიაკო ფეიფერიანზ სთედიუმი (სიდნეი)
20/08 19:05სამხრეთ აფრიკა - არგენტინაგლენ ჯექსონიმბომბელა სთედიუმი (ნელსფრითი)
27/08 11:35ახალი ზელანდია-ავსტრალიარომან პუატიევესთფაქ სთედიუმი (ველინგთონი)
27/08 23:40არგენტინა -სამხრეთ აფრიკაჟერომ გარსეესტადიო მარტენერა (სალტა)
10/09 11:35ახალი ზელანდია-არგენტინაქრეგ ჟუბერიფმჯ სთედიუმი (ჰემილთონი)
10/09 14:05ავსტრალია -სამხრეთ აფრიკანაიჯელ ოუენსისანქორფ სთედიუმი (ბრისბენი)
17/09 11:35ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკაანგუს გარდნერიამი სთედიუმი (ქრაისთჩერჩი)
17/09 14:05ავსტრალია -არგენტინაუეინ ბარნსინიბ სთედიუმი (პერთი)
01/10 19:05სამხრეთ აფრიკა-ავსტრალიაუეინ ბარნსილოფთუს ფერსფელდი (პრეთორია)
02/10 02:10არგენტინა-ახალი ზელანდიაიაკო ფეიფერიბუენოს აირესი (?)
08/10 19:05სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდიაჟერომ გარსეგროუსფოინთ სთედიუმი (დურბანი)
08/10 22:30არგენტინა-ავსტრალიამატიე რეინალთვიქნემი (ლონდონი)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირი ავსტრალია-ზელანდიის მატჩით  გაიხსნება

ბუკმეკერები და პრესის მიმომხილველები წარმატებას ოლ ბლექსს უწინასწარმეტყველებენ. ისინი ცალკე აღნიშნავენ ბოდენ  ბარეთის ბრწყინვალე სათამაშო ფორმას, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში ავსტრალიას უამრავი პრობლემა შეექმნება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისრაელ დაგ-ბენ სმითის ტანდემი, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა უელსს და არც ავსტრალიას უნდა დააკლოს

მეორეს მხრივ, ავსტრალიაც ძალზე გამოცდილ  ბექებს ახვედრებს ზელანდიას. ევროპიდან იხმეს ვეტერანები  ადამ ეშლი-ქუფერი, მეთ გიტო, ვილ გენია. ავსტრალიელთა მწვრთნელ მაიქლ ჩეიქას იმედი აქვს, რომ მათი გამოცდილება გუნდს წაადგება.

რადგან პირველი ტურია პროგნოზებისგან თავს შევიკავებთ, 1 რამ კი უეჭველია–ულამაზესი თამაში და ნამდვილი სარაგბო სპექტაკლი გველოდება.

 

ავსტრალია:

  1. ისრაელ ფოლაუ 14.ადამ ეშლი-ქუფერი 13. თევითა ქურიდრანი 12. მეთ გითო 11. დეინ ჰაილეთ-პეთი 10, ბერნარდ ფოლი 9. ვილ გენია 8. დევიდ ფოქოქი 7. მაიქლ ჰუპერი 6. ბენ მაქალმანი 5. რობ სიმონსი 4. ქეინ დაგლასი 3. სეკოპე კეპუ 2. სტეფან მური 1, სქოთ სიო

მარქაფა:

  1. თათაფუ ფოლოთა-ნაუ 17. ჯეიმს სლიფერი 18. ალან ალაათოა 19. დინ მამი 20 . სქოთ ფარდი 21. ნიქ ფიფსი 22.მეთ თომუა 21. რობ ჰორნი

მწვთრნელი : მაიქლ ჩეიქა

ახალი ზელანდია

  1. ისრაელ დაგი 14. ბენ სმითი 13. მალაქაი ფექითოა 12. რაიან ქროთი 11. ვაისაქი ნაჰოლო 10 ბოდენ ბარეთი 9. აარონ სმითი 8. ქირან რიდი 7. სემ ქეინი 6. ჯერომი ქაინო 5. სემ ვაითლოქი 4. ბროდი რეთალიქი 3. ოუენ ფრენქსი 2. ნათან ჰარისი 1. ვიათ ქროქეთი

მარქაფა:

  1. ქოდი თეილორი 17. ქეინ ჰეიმსი 18. ჩარლი ფაუმუინა 19. ლიამ სქვაირი 20. არდი სავეა 21. თიჯეი ფერენარა 22. აარონ ქრუდენი 23. ჯულიან სავეა

მწვთრნელი : სთივ ჰანსენი

რეფერი: იაკო ფეიფერი (სამხრეთ აფრიკა)

დამხმარე მსაჯები: რომან პუატე (საფრანგეთი) ფედერიკო ანსელმი (არგენტინა)

ვიდეო რეფერი: შონ ფელდსმანი (სამხრეთ აფრიკა)

სიდნეი, ანზ სთედიუმი, 20.08.2016 14:05 თბილისის დროით

 

პირველი ტურის მეორე მატჩისგან სპექტაკლზე მეტად ძალისმიერ ტამაშს ველოდებით. თუმცა, აფრიკაში ლაღად მობურთალი ლაიონზის მოთამაშეების მომრავლება შეინიშნება და იმედია, ნაკრებსაც დაეტყობა ეს. სამწუხაროდ, გუნდში ვერ მოხვდა ზერაგბის  ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე როჰან იანს ფან რენსბერგი, თუმცა ძირითად 12 ნომერს დემიენ დიალენდესაც არაფერი დაეწუნება და იმედია, ჩვეულ, მაღალი კლასის თამაშს შემოგვთავაზებს. სიახლეა ასევე ფულბეკ ლერუს ფლანგზე  დაბრუნება.

 

არგენტინა ტრადიციული შემადგენლობითაა, გუნდს მხოლოდ ვეტერანები მარკოს აიერზა და ხუან იმჰოფი აკლია. წელს ვერც არგენტინა ვერ ბრწყინავს, საფრანგეთთან მძიმე და იღბლის წყალობით გამარჯვებას უსასტიკესი მარცხი მოჰყვა. ორივე გუნდი მოტივირებულია და ეცდება დაამტკიცოს თავისი ძალა. ერთი კია, სამხრეთ აფრიკის მწვრთნელ ალისტერ კუციას კიდევ 1 წარუმატებლობა, როგორც მინიმუმ საშინელ კრიტიკად დაუჯდება. გულშემატკივრებმა კი იმედი ვიქონიოთ, რომ ორივე გუნდი თავის საუკეთესო მატჩს შემოგვთავაზებს.

სამხრეთ აფრიკა:

15.იოჰან გუსენი 14. ვილი ლერუ 13. ლიონელ მაპუ 12. დემიენ დიალენდე 11. ბრაიან ჰაბანა 10. . ელთონ იანკისი 9. ფაფ დე ქლარქი 8. ვორენ ვაითლი 7. უპა მოჰოჟე 6. ფრანსუა ლოუ        5. ლუუდ დე იაგერი 4. ებენ ეცებეთი 3. ჯულიან რედლინგჰაისი 2. ადრიან სტრაუსი (კ)              1. თენდაი (ბისთ) მთავარირა

მარქაფა:

  1. ბონგი მბონამბი 17. სთივენ ქითსოფი 18. ვინსენთ კოხი 19. პიერ-სტეფ დუ თოი 20. იაკო კრილი 21. რუდი ფეიჯი 22. ჟან დე იონგი 23. ჯესი კრილი

მწვთრნელი : ალისტერ კუცია

 

არგენტინა:

  1. ხოაკინ ტუკულეტი 14. სანტიაგო კორდერო 13. მათიას ორლანდო 12. ხუან მარტინ ერნანდესი 11. მანუელ მონტერო 10. ნიკოლას სანჩესი 9. მარტინ ლანდახო 8. ფაკუნდო ისა 7.  ხუან მანუელ ლეგისამონი 6. პაბლო მატერა 5. ტომას ლავანინი 4. მათიას ალემანო 3. რამირო ერერა 2. აგუსტინ კრივი (კ) 1. ნაჰელ ტეტაზ ჩაპარო

მარქაფა:

  1. ხულიან მონტოია 17. ფელიპე არეგუი 18. ენრიკე პიერეტო 19. გვიდო პეტი 20. ხავიერ ორტეგა დესიო 21. ტომას კუბელი 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი 23. რამირო მოიანო

მწვრთნელი: დანიელ ურკადა

რეფერი: გლენ ჯექსონი  (ახალი ზელანდია)

დამხმარე მსაჯები: ჟერომ გარსე(საფრანგეთი) ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია)

ვიდეო რეფერი: ჯორჯ აიუბი (ავსტრალია)

ნელსფრითი , მბომბელა  სთედიუმი, 20.08.2016 19:05 თბილისის დროით

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

fourteen − 2 =