დღეს ცნობილი გახდა იმ მეტოქეების შესახებ, რომლებიც 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს ჯგუფში შეერკინებიან.
როგორც იცით, საქართველო მსოფლიო თასზე კვალიფიცირებულ 12 ნაკრებს შორის იყო და ბოლო – მესამე კალათაში გახლდათ განთესილი
პირველი და მეორე კალათიდან ჩვენი მეტოქეები ავსტრალია და უელსი იქნებიან, ხოლო ბოლო ორი კალათიდან ოკეანეთის პირველადგილოსანი და ამერიკის გათამაშების მეორეადგილოსანი გვერგო.