მთავარი / ბორჯღალოსნები / კარგი დასაწყისი

კარგი დასაწყისი

ფრედ, 19-19 დასრულდა საქართველოს ნაკრების პირველი ტესტი სამოასთან.

მატჩმა გაორებული შთაბეჭდილება დატოვა.ერთი მხრივ, შედეგი არის ძალიან კარგი, ნაკრებმა შესუსტებული შემადგენლობით, მძიმე კლიმატურ პირობებში, ფაქტიურად აკლიმატიზაციის გაუვლელად,  რაგბიში საკმაოდ სერიოზულ ძალასთან -სამოასთან   ფრე ითამაშა. ის ფაქტი,რომ სამოას საკმაოდ ბევრი დებიუტანტი  ყავდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა, ამ მიღწევას არ აკნინებს. რამდენიმე წლის  წინ ასეთ შედეგზე ოცნება თუ შეგვეძლო.  მეორეს მხრივ, შეიძლებოდა მოგებაც, რომ არა დასანანი შეცდომები და ამის გამო გულშემატკივარს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩა.

 

დავით კაჭარავა (ბურთით)
დავით კაჭარავა (ბურთით)

მატჩი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, სამოა მალევე ორჯერ  დავაჯარიმეთ , ჯერ ბურთის ხელში არ გაშვებისთვის, შემდეგ კი  შერკინებაში  და მერაბ კვირიკაშვილის 2 ჯარიმით 6:0 დავწინაურდით,

შეტევაში სამოელებს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ. კარგად თამაშობდა ჩვენი მესამე ხაზი  გუნდის კაპიტნის, შალვა სუთიაშვილის, მეთაურობით. მთელ პირველ ტაიმში კუნძულელებს ერთადერთი წესიერი შეტევა ჰქონდათ, ისიც ჩვენს ხუთმეტრიანში ბურთი წინ გადაუვარდათ.

 

ამის ფონზე ძალიან დასანანია, რომ სამოამ შეძლო ანგარიშის შემცირება. უწყინარ სიტუაციაში ოფსაიდის წესი დავარღვიეთ  და სამოამ ჯარიმა გაიტანა. 6:3

ტაიმის ბოლოს კიდევ დავწინდაურდით , სამოამ დერეფანში არასწორად ითამაშა და მეკომ რთული პოზიციიდან ბრწინვალედ დაარტყა.

შესვენებამდე წუთიც არ იყო დარჩენილი. თითქოს წყნარად უნდა დაგვესრულებინა, მაგამ კიდევ 1 დასანანი შეცდომა დავუშვით . განახლებისას ჰაერში მყოფ მოწინააღმდეგს ვეთამაშეთ და ჯარიმა. ფააპალე კვლავ ზუსტი იყო 9:6.

 

მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო, განახლებული ბურთი სამოელებმა სწრაფად წამოიღეს, შეტევის ჩაშლისას დავჯარიმდით. კვლავ ფათრიქ ფააპალე და 9:9.

ცუდად დაწყებული ტაიმი უარესად აგრძელდა. განახლებული ბურთი სამოელებმა კვლავ ხელით წამოიღეს, თითქოს მოვახერხეთ ხაზის აწევა და სივრცის შეზღუდვა, მაგრამ ფაოსილიოვამ და აუტაგავაიამ ფრთაზა სწრაფად წასწიეს ბურთი, პირველი შეტევის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ სანამ გადავეწყობოდით, ცენტრიდან დევიდ ლემმა შეიცურა ბურთი. ცოტა გამართლება ძელის სახით და პირველი ლელოც მივიღეთ. სამოელებმა ადვილი გარდასახვა გაიტანეს  9:16.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები ამან არ დააბნია. მალევე შერკინებაში დასარტყმელი ჯარიმა მოვიპოვეთ, რომელიც აუტში გადავიტანეთ. აუტი სუფთად მოვიგეთ და შეტევა ვცადეთ, მეტოქე დაჯარიმდა, დარტყმაზე კვლავ უარი ვთქვით და აუტიდან მოლი ავაგორეთ. ჯგუფურ მცდელობას თხილაიშვილის ლელო მოჰყვა. მეკომ გარდასახვა უნაკლოდ დაარტყა 16:16.

ამას კიდევ 1 დასანანი შეცდომა მოჰყვა. რაქიდან უკან ძალიან ცუდი პასი გავაკეთეთ და მოგვიწია დავჯარიმებულიყავით.  19:16.

ანგარიში მალევე გავათანაბრეთ, შეცვლაზე შემოსულმა პირველმა ხაზმა  დაიწყო მეტოქის დაჩაგვრა. პირველივე ჯარიმა მეკომ დაარტყა კარში 19:19.

ამის შემდეგ თამაში აირია, იყო უამრავი ორმხრივი შეცდომა, გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეტევა, მაგრამ გადაცემაში წუნის გამო კინაღამ აქეთ დაგვალელოვეს. შეხვედრის ბოლოს არეკნი დავარტყით, მაგრამ მიზანი გაგვიცუდდა.

 

რა შეიძლება ითქვას ამ თამაშზე? ალბათ მეტწილად კარგი. გასვლაზე თამაში რამდენიმე წლის წინ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მძიმე იყო, გავხსოვს შესუსტებული შემადგენლობის ნაჩვენები შედეგები ჩრდილოეთ ამერიკაში ტესტებზე . ამჟამად კი საბრძოლო ფრე  წამოვიღეთ. ცხადია არ უნდა დავივიწყოთ სამოას დანაკლისის შესახებ, (თუნდაც თუსი პისი რად ღირს), მაგრამ ჩვენც საკვანძო მოთამაშეები გვაკლდა ვთამაშობდით სტუმრად, ცხელ და ნესტიან პირობებში ფაქტიურად წესიერი აკლიმატიზაციის გარეშე.

კარგი იყო ჩვენი დაცვა 2 მომენტის გარდა, რომელთაგან 1 გამოიყენეს, სამოას პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია. კარგად ვთამაშობდით აუტებში. რამდენიმე დერეფანი მოვიგეთ მეტოქის აგდებაზეც,

კარგი იყო ფეხით თამაშიც.  მეკო, ხმალაძე, თოდუა ახერხებდნენ ცარიელ ზონების პოვნას მეტოქის ნახევარზე. აწეულ ბურთს ხაზით კარგად ვხურავდით და სამოასთვის სივრცე არ დაგვიტოვებია.

ცუდი იყო შერკინება პირველ ტაიმში. ვერ შევძელით უპირატესობის მოპოვება და აქეთაც დავჯარიმდით. ბევრი გქვონდა ტექნიკური წუნი, მეორე ნახევარში მაინც. შეტევაშიც გვიჭირდა,

ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტებში თითქოს ნერვიულობა გვემატებოდა. მიუხედავად აუტებში დიდი უპირატესობა, მეტოქის 22-ში 2 საკუთარი დერეფანი  წავაგეთ, ასევე დავთმეთ ხუთმეტრიანი შერკინება

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ბიჭები მალე შეეგუებიან იქაურ პირობებს და ტონგასთან შემდეგ შაბათს  გასამართ მატჩს უკეთესად ჩავატარებთ.

ასევე ნახე

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

  15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

two × 5 =