მთავარი / რაგბი ევროპის ჩემპიონატი / 4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

4 წლის შემდეგ | პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბრუნდება

პორტუგალიელები გერმანიასთან გამარჯვებას ზეიმობენ

 

15 ივნისს, ფრანკფურტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გერმანია ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ პორტუგალიას ფლეი-ოფში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 32-37 დამარცხდა.

შესაბამისად, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში არწივებს სწორედ ლობუში ჩაანაცვლებს.

პორტუგალია ამ ტურნირში ბოლოს 2016 წელს მონაწილეობდა. დაქვეითების შემდეგ, ამოსვლის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა ჯერ ბელგიასთან, შემდეგ კი რუმინეთთან დამარცხდა.

პირენეელები ბორჯღალოსანთა ტრადიციული და უხერხული მეტოქეა. იყო დრო, როცა მათთან თამაში განსაკუთრებით გვიჭირდა. ლობუშმა 2004 წელს, მაშინდელი ერთა თასის მოგებაც კი მოახერხა, თუმცა მათი საუკეთესო წლები დიდი ხანია წარსულში დარჩა.

პორტუგალიას ბოლოს 2016 წელს, ლისაბონში შევხვდით და 29-3 გავიმარჯვეთ.

ერთმანეთს სულ 20-ჯერ შევხვედრივართ. აქედან 14 საქართველომ მოიგო, ოთხი პოტუგალიამ, ხოლო ორი მატჩიც ფრედ დასრულდა.

2020 წლის გათამაშებაში პორტუგალიელებთან სტუმრად, სავარაუდოდ ლისაბონში ვითამაშებთ.

ასევე ნახე

გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს სთხოვენ, რომ ნაკრებში დაბრუნდეს

  ცოტა ხნის წინ, დავით რაფავამ გაავრცელა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის მამუკას ნაკრებში დაბრუნებასა და …