
უელსის 20 წლამდელთა ნაკრების ფულბეკ – რუნ უილიამსს სჯერა, რომ მისი გუნდი გააგრძელებს წარამტებით სვლას კარს მომდგარ ახალგაზრდულ ( 20 წლამდე) მსოფლიო ჩემპიონატზე
უელსმა მოიგო წლევანდელი ახალგაზრული 6 ერი, ისე რომ გზად გაიმარჯვა ყველა, ხუთივე, შეხვედრაში და თუ ისინი შენარჩუნებენ ამ ფორმას, ნებისმიერი მეტოქისთვის რეალური საფრთხე იქნებიან
უილიამსმა WRU-ს (უელსის რაგბის კავშირი) განუცხადა, რომ გუნდი მოუთმენლად ელის ჩემპიონატის დაწყებას და იმედი აქვთ, რომ დიდი ხნის მზადება შედეგს გამოიღებს ხუთშაბათს, 9 ივნისს მათ პირველ მატჩში ირლანდიასთან.
„ემოციები ყოველთვის თავს იჩენს ასეთი დიდი ტურნირის წინ, მაგრამ ჩვენ უფრო აღგზნებულები და მოტივირებულები ვართ, ვიდრე ანერვიულებულები“ – განაცხადა უილიამსმა.
„ჩვენ აქ მოვედით მშვენიერი დიდი სლემიდან. შესაბამისად, ყველა – მოთამაშეებიც, მწვრთნელებიც და სამედიცინო გუნდიც იმედიანად ვხვდებით ტურნირს.“
უილიამსმა დაამატა, რომ გუნდი გამარჯვებულის მენტალიტეტით დაიწყებს ტურნირს. ასევე, უელსთან ახლოს მყოფ მანჩესტერში, მათ უამრავი გულშემატკივარი ჩააკითხავს.
– „თავდაჯერება არ გვაკლია. ვიცით, რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა და გონებაც გამარჯვებაზეა მომართული. თუ ჩვენს რაგბს ვითამაშებთ, შედეგი არ დააყოვნებს. ფანტასტიკური იქნება, თუ ჯგუფში სამივე მატჩს მოვიგებთ.“
– „უელსთან საკმაოდ ახლოს ვართ დაბანაკებული, ყოველთვის შემეძლება სახლში შევიარო. ამასთან, უზარამზარი მხარდაჭერა გვექნება. მაგრამ, ეს თავადაც ნახეთ 6 ერის დროს, რამდენი გულშემატკივარი მოდიოდა ჩვენს სანახავად. დარწმუნებული ვარ, ახლაც მთელი უელსიდან ჩამოვლენ ჩვენს საქომაგოდ.“